OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა მარაბდა , N 33

AR1344084Construction permitOther use25 September 2015
Sign in to follow

Decision

Decision number
2216059
Decision date
29 September 2015
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ABRAHAM OLSHEVITZKY
Developer (company ID)
404405657

Parcel

Cadastral code
01.14.11.063.003
Owner
სააქციო საზოგადოება "თიბისი ბანკი" (204854595) (204854595)
Area
1,257 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1344084
Status
Approved
Registered
25 September 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 September 2015City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22/10/2013 წლის #956344 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა აბრაჰამ ოლშევიტსკისა და პაატა ღაძაძის 25/09/2015 წლის AR1344084 განცხადება, რომლითაც მოითხოვეს ამავე სამსახურის 22/10/2013 წლის #956344 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთთან დაკავშირებით. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 22/10/2013 წლის #956344 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი (ვაკე), მარაბდის ქ. #33–ში, სააქციო საზოგადოება ,,თიბისი ბანკი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 29 ოქტომბრიდან 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით. დღეისათვის, საპროექტო ობიექტის მესაკუთრის შეცვლის გამო, განმცხადებლები 15/09/2015 წლის AR1341951 განცხადებით ითხოვენ სამსახურის 22/10/2013 წლის #956344 ბრძანებაში, დამკვეთთან დაკავშირებით შევიდეს ცვლილება და სს „თი ბი სი ბანკის“ ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს „დაიმონდ პროჯექტს“. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საჯარო რეესტრის მონაცემების (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან – განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: 882014015500; 15/01/2014 18:33:16) გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ #01.14.11.063.003 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ო.ბ.ე.ი. პროჯექტს“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B14008806, 30/01/2014 15:34:26) კი დგინდება, რომ შპს „ო.ბ.ე.ი. პროჯექტს“–მა შეიცვალა საფირმო სახელი და დღეისათვის რეგისტრირებულია როგორც შპს „დაიმონდ პროჯექტს“. შესაბამისად, მას აქვს საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B14008806, 30/01/2014 15:34:26) ასევე დგინდება, რომ შპს „დაიმონდ პროჯექტს“–ის დირექტორი არის თანაგანმცხადებელი, აბრაჰამ ოლშევიტსკი. ამდენად, მეწარმეთა შესახებ კანონის მე–9 მუხლის თანახმად, მას აქვთ აღნიშნული იურიდიული პირის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედების უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოცემულ შემთხვევაში გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 63–ე მუხლებისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს აბრაჰამ ოლშევიტსკისა და პაატა ღაძაძის 25/09/2015 წლის AR1344084 განცხადება; შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22/10/2013 წლის #956344 ბრძანებაში და დამკვეთად სს „თიბისი ბანკის“ ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „დაიმონდ პროჯექტს“ (ს/კ404405657), დირექტორი აბრაჰამ ოლშევიტსკი; წინამდენარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 22/10/2013 წლის #956344 ბრძანებასთან ერთად; წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 29 September 2015Decision2216059 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal