ქალაქი თბილისი , ქუჩა ქერჩის , N 12 , (ნაკვ.29/17) / ქალაქი თბილისი , ქუჩა ქერჩის , და უშიშროების აკადემიასთან ჩასახვევი გზის გადაკვეთასთან/ ქალაქი თბილისი , ქუჩა ქერჩის , მიმდებარედ (ნაკვეთი 29/106)
Decision
- Decision number
- 2269596
- Decision date
- 29 October 2015
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან ზაზიკაშვილი
- Developer (company ID)
- 243916615
Parcel
- Cadastral code
- 01.11.05.029.215
- Owner
- შპს "ნიკე 2009" (243916615)
- Area
- 781 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.05.029.215Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1350433
- Status
- Approved
- Registered
- 20 October 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 9 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 29 October 2015City answer
ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის სამსახურის 27/02/2007 წლის #გ-1/102, 15/06/2007 წლის #03/592 და ქ. თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08/05/2009 წლის #01/554 ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 20/10/2015 წლის AR1350433 განცხადებით მომართართა შპს „ნიკე 2009“–ის დირექტორის მინდობილმა პირმა, ლევან ზაზიკაშვილმა და მოითხოვა #01.11.05.029.017 საკადასტრო ერთეულზე დადგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, შეთანხმებული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა #01.11.05.029.017 საკადასტრო ერთეულისათვის 27/02/2007 წლის #გ-1/102 ადმინისტრაციული აქტით დაადგინა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამავე სამსახურის 15/06/2007 წლის #03/592 ბრძანებით შეთანხმდა სავაჭრო ობიექტისა და ოფისის არქიტექტურული პროექტი, ხოლო 04/07/2007 წლის #ნ/663 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის საბოლოო ვადა განისაზღვრა 2009 წლის 9 აგვისტომდე. მოგვიანებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08/05/2009 წლის #01/554 ბრძანებით, ქ. თბილისში, ქერჩის ქ. #12-ში, მოქ. ტ. გოგოლიშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #01.11.05.029.017) შეთანხმდა სავაჭრო ობიექტის და ოფისის შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2009 წლის 15 ნოემბრამდე. დღეისათვის განმცხადებელი უთითებს, რომ საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი აღარ აქვს დადგენილი მიწის ნაკვბეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად და სურს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულობა. საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ #ნ/663 ბრძანების მოქმედების ვადა ამოიწურა 2009 წლის 9 აგვისტოს, შესაბამისად იგი ავტომატურად წარმოადგენს ძალადაკარგულ აქტს, ხოლო #01/554 ბრძანება მშენებლობის ნებართვის ნაწილში ძალადაკარგულია 2009 წლის 15 ნოემბრიდან. რაც შეეხება 27/02/2007 წლის #გ-1/102, 15/06/2007 წლის #03/592 და 08/05/2009 წლის #01/554 ბრძანების ძალადაკარგულობას, საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა, არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე, დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ასევე, ლევან ზაზიკაშვილის AR1342368 განცხადებით წარმოდგენილი სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათებით დგინდება, რომ მშენებლობა დაწყებულია. ასევე, საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ #01.11.05.029.017, # 01.11.05.029.109 და #01.11.05.029.106 საკადასტრო ერთეულები გაერთიანდა ერთი საკადასტრო ერთეულის ქვეშ (ს/კ #01.11.05.029.017), რომლის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ნიკე 2009“. (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, განაცხადის რეგისტრაციის #882015500625; მომზადების თარიღი: 15/09/2015). შპს „ნიკე 2009“–ის დირექტორს წარმოადგენს გიორგი ღონღაძე (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B14141580, 29/12/2014 15:19:19), ხოლო წარმოდგენილი მინდობილობით დგინდება, რომ განმცხადებელი ლევან ზაზიკაშვილი უფლებამოსილია წარმოადგინოს შპს „ნიკე 2009“ და მოითხოვოს ზემოაღნიშნული აქტების ძალადაკარგულობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 61-ე მუხლების, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის 34-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის საფუძველზე ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ლევან ზაზიკაშვილის 20/10/2015 წლის AR1350433 განცხადება; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის სამსახურის 27/02/2007 წლის #გ-1/102, 15/06/2007 წლის #03/592 და ქ. თბილისის მერიის თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08/05/2009 წლის #01/554 ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები; 3. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში
Show moreShow less
- 29 October 2015Decision2269596 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal