ქალაქი თბილისი , ქუჩა ერისთავი , N 1 , (ნაკვეთი N36/88)
Decision
- Decision number
- 2282211
- Decision date
- 13 November 2015
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- იოსებ კენჭაძე
- Organization
- 3744
- Developer (company ID)
- 400029697
Parcel
- Cadastral code
- 01.12.08.036.088
- Owner
- შპს "გალერეა დიდუბე" (400029697) (400029697)
- Area
- 2,309 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.08.036.088Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1351629
- Status
- Approved
- Registered
- 25 October 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 19 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 November 2015City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ–ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის N1711600 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 25 ოქტომბრის NAR1351629 განცხადებით მიმართა იოსებ კენჭაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის N1711600 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპლაიტეტის სსიპ– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის N1711600 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ერისთავი ქუჩა N1–ში, (ნაკვეთი N36/88) მდებარე მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი N01.12.08.036.088 დადგენილ იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. დღეისათვის, განმცხადებელი ითხოვს 2015 წლის 13 თებერვლის N1711600 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო რეესტრიდან ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავ ნივთზე მდებარე: ქ. თბილისი, ერისთავი ქუჩა N1 (ნაკვეთი N36/88) მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, (საკადასტრო კოდი N01.12.08.036.088) რეგისტრირებულია შპს ,,გალერია დიდუბე“. საიდენტიფიკაციო კოდი: 400029697. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 სექტემბრის NB15194649 ამონაწერით, გაცემული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, დასტურდება, რომ შპს ,,გალერეა დიდუბე“–ს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს იოსებ ჯენჭაძე, შესაბამისად, მას აქვს უფლებამოსილება, მოითხოვოს 2015 წლის 13 თებერვლის N1711600 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აღარ აქვს სამსახურის მიერ გაცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს იოსებ კენჭაძის 2015 წლის 25 ოქტომბრის NAR1351629 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 თებერვლის N1711600 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 3.წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. თბილისი შარტავას ქუჩა N7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 November 2015Decision2282211 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal