OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ბაგები , გზატკეცილი წყნეთი , N36ა

AR1352940Construction permitOther use29 October 2015- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
2280911
Decision date
5 November 2015
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზურაბ ბაჩიაშვილი
Organization
10661
Developer (company ID)
205239847

Parcel

Cadastral code
01.14.08.002.013
Owner
ამხანაგობა "ბაგები-ცისკარი" (205239847) (205239847)
Area
800 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1352940
Status
Approved
Registered
29 October 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 November 2015City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 15.01.2013 წლის №504741 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 29/10/2015 წლის # AR1352940 განცხადებით მომართა ზურაბ ბაჩიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 09/09/2015 წლის #2179580 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დამკვეთად ამხანაგობა "ბაგები-ცისკარი"-ს ნაცვლად შპს "ოიქს დეველოპმენტი"–ს დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 09.09.2015 წლის №2179580 ბრძანებით დაკმაყოფილდა 11.07.2015 წლის №AR1324634 განცხადება და ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.01.2013 წლის №504741 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. ბრძანების მე–3 პუნქტში ჩანაწერი: "მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2015 წლის 15 ივლისის ჩათვლით" შეიცვალა ჩანაწერით: "მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 09 მარტის ჩათვლით." 09.09.2015 წლის №2179580 ბრძანება განხილული იქნა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.01.2013 წლის №504741 ბრძანებასთან ერთად. 15.01.2013 წლის №504741 ბრძანებით კი ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილი #36ა–ში, ამხანაგობა ,,ბაგები–ცისკარი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 15 იანვრიდან 2015 წლის 15 ივლისის ჩათვლით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 15.01.2013 წლის №504741 ბრძანებაში უნდა მოხდეს ცვლილების განხორციელება დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადიმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში დამკვეთად მითითებულია ამხანაგობა "ბაგები-ცისკარი" (თავმჯდომარე: ლევან მამულაშვილი ). შპს "ოიქს დეველოპმენტი"-ს დირექტორის ზურაბ ბაჩიაშვილის მოთხოვნას დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით თან ერთვის განცხადება, რომლის თანაგანმცხადებელიც არის ამხანაგობა "ბაგები-ცისკარი"-ს თავმჯდომარე ლევან მამულაშვილი. მათი განმარტებით ქ. თბილისში, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი #36ა–ში არსებული მშენებარე ობიექტის გახდა შპს "ოიქს დეველოპმენტი"–ს საკუთრება, შესაბამისად სურთ დამკვეთის ცვლილება სამსახურის 09/09/2015 წლის #2179580 ბრძანებაში. საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ საკადასტრო ერთეულის 01.14.08.002.013 მშენებარე ფართების (მაგ.: ს.კ. 01.14.08.002.013.01.02.014; განცხადების რეგისტრაციის N882015488521; მომზადების თარიღი: 27/08/2015; ს.კ. N 01.14.08.002.013.01.02.035; განცხადების რეგისტრაციის N 882015457745; მომზადების თარიღი: 13/08/2015) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "ოიქს დეველოპმენტი". ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B15101736, 13/05/2015 10:31:16) შპს "ოიქს დეველოპმენტი"–ს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი - 20001018263, ზურაბ ბაჩიაშვილი. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე და ვინაიდან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი აქვს ახალ მესაკუთრეს – შპს "ოიქს დეველოპმენტი" სამსახურმა მიზანშეწონლილად ჩათვალა შეიტანოს ცვლილება 15.01.2013 წლის №504741 ბრძანებაში და დამკვეთად ამხანაგობა "ბაგები-ცისკარი"-ს ნაცვლად მიუთითოს შპს "ოიქს დეველოპმენტი" აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექურის სამსახურის 15.01.2013 წლის №504741 ბრძანებაში. კერძოდ: დამკვეთად "ბაგები-ცისკარი"-ს ნაცვლად დაფიქსირდეს შპს "ოიქს დეველოპმენტი" (საიდ. კოდი: 402000428). 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 15.01.2013 წლის №504741 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 November 2015Decision2280911 - Granted
  3. 29 October 2015Files uploaded

Documents

Other files1

  • ცვლილება სამართლებრივ აქტში.rarOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal