ქალაქი თბილისი , გელოვანის ქუჩაზე "საქენერგო"-ს სადისპეჩერო სამმართველოს მიმდებარედ, (ნაკვეთი N3/2)
Decision
- Decision number
- 2270824
- Decision date
- 30 October 2015
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- პაატა საგანელიძე
- Organization
- 12313
- Developer (company ID)
- 404967005
Parcel
- Cadastral code
- 01.10.11.003.004
- Owner
- ლიანა მიროტაძე (P/N: *********09)
- Area
- 709 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.11.003.004Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1352963
- Status
- Not reviewed
- Registered
- 29 October 2015
- Type
- Reconstruction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 30 October 2015City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებით გაცნობებთ: ვინაიდან სამსახურში შემოსულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის 15.10.2015 წ. #38/30875 წერილი, სადაც თანდართული დოკუმენტაციით (დღეის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა) მიხედვით დგინდება, რომ შენობა, რომლის მშენებლობა გაქთ დაგეგმილი უკვე ნაწილობრივ აშენებულია უნებართოდ (იხ. დანართი), ასეთ შემთხვევაში " საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის წარმოდგენის შემდეგ. მხოლოდ ზემოაღნიშნულის დაზუსტების შემდგომ იქნება შესაძლებელი საკითხის განხილვა, რომლის დროსაც ასევე გასათვალისწინებელი იქნება: საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მიხედვით, «მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ» მუხლი 66. I კლასს განეკუთვნება: (12.08.2011 N 135) 60 კვ.მ-მდე ფართობის (იანგარიშება იატაკის დონეებზე სართულების განაშენიანების ჯამური ფართობის მიხედვით), 5 მ-მდე სიმაღლის და 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა-ნაგებობა. წარმოდგენილი დოკუმენტაციით საპროექტო შენობა წარმოადგენს არსებულ #3/1 შენობაზე მიშენებას, რაც ვერ განიხილება პირველ კლასად, ამავე დროს 2014 წლის 3 დეკემბერს საქართველოს მთავრობის #655 დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება «მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ» მუხლი 65–მე მუხლის მე-3 და 4 პუნქტებში, აქედან 3 პუნქტის გათვალისწინებით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის საჭიროების თაობაზე, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობებისათვის დადგენილი წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მიწის ნაკვეთი განვითარდეს სამშენებლოდ გამოყენების კონკრეტული პირობების საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენს მიერ დაგეგმილი შენობის განთავსება, I კლასის მახასიათებლებთან მოყვანის შემთხვევაშიც საჭიროებს მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც გაიცემა სამ სტადიად. ამათგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდეგი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის შემდგომ (Iსტადია), გასავლელი იქნება II (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) და III (მშენებლობის ნებართვის გაცემა) სტადიები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პირველ რიგში წარმოსადგენია ჯარიმის ქვითარი ან მოახდინეთ უნებართოდ დაწყებული შენობის სრული დემონტაჟი, რასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ "საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57–ე დადგენილების მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ერთ–ერთ სახეს წარმოადგენს დემონტაჟი, რაც სამსახურის მიერ შესაძლებელია შეთანხმებული იქნას მხოლოდ კანონიერ შენობა–ნაგებობებთან მიმართებით. უნებართვოდ შენობა–ნაგებობების აშენება კი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას, რაც თავის მხრივ სამშენებლო სამართალდარღვევაა. სამშენებლო სამართალდარღვევის კონტროლი ხორციელდება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად. აღნიშნული კოდექსის მიხედვით, უნებართვო შენობა–ნაგებობების დემონტაჟი შესაძლებელია განხორციელდეს ზედამხედველობის ორგანოს მიერ მითითების გაცემით. ამის შემდგომ, საკითხი უნდა დააყენოთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მოთხოვნის კუთხით და გაიაროთ II (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) და III (მშენებლობის ნებართვის გაცემა) სტადიები. სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს აღნიშნული განცხადება და დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა I კლასის კუთხით.
Show moreShow less
- 30 October 2015Decision2270824
- 29 October 2015Files uploaded
- 29 October 2015Files uploaded
Documents
Other files4
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal