ქალაქი თბილისი , დიღომი-გლდანის შემაერთებელი მაგისტრალის ჩრდილოეთით, ბელიაშვილის ქუჩის გაგრძელება
Decision
- Decision number
- 2302065
- Decision date
- 18 November 2015
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ანა ასათიანი
- Organization
- 11627
- Developer (company ID)
- 204975009
Parcel
- Cadastral code
- 01.10.05.042.010
- Owner
- შპს "ინტერსერვისი" (204975009) (204975009)
- Area
- 9,899 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.05.042.010Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1357550
- Status
- Rejected
- Registered
- 17 November 2015
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 November 2015City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ შემდეგს: ქ. თბილისის 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. ამასთანავე გაცნობებთ, რომ "ქ. თბილისში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის #4-27 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თანახმად, დედაქალაქში გარე ვაჭრობად მიჩნეულია ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე, დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. ამავე გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, გარე ვაჭრობის კონკრეტულ ადგილებს განსაზღვრავს ქ. თბილისის მთავრობა. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 65–ე მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა–ნაგებობის ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 23 სექტემბრის #25.04.1186 დადგენილებით დამტკიცებული რუკების თანახმად, თქვენს მიერ მოთხოვნილ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა და გარე ვაჭრობის ობიეტების განსათავსება აკრძალულია. აღნიშნულის გათვალისწინებით და გამომდინარე იქიდან, საპროექტო ჯიხური ხვდება ჯიხურების აკრძალვის არეალში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდეს მოქ. ანა ასათიანის 17/11/2015 წლის NAR1357550 განცხადება ქ. თბილისში, სექტორი - საბურთალო, დიღომი–გლდანის შემაერთებელი მაგისტრალის ჩრდილოეთით, ბელიაშვილის ქუჩის გაგრძელებაზე, I კლასის დროებითი კონტეინერის განთავსებასთან დაკავშირებით.
Show moreShow less
- 18 November 2015Decision2302065 - Refused
- 17 November 2015Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal