ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 49ა / ქალაქი თბილისი , გამზირი ჭავჭავაძე , N 49 , მიმდებარედ ნაკვ.08/094
Decision
- Decision number
- 2323864
- Decision date
- 2 December 2015
- Outcome
- Granted
- Construction period
- 9 February 2015 – 9 July 2017
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე სამარგულიანი
- Developer (company ID)
- 404954126
Parcel
- Cadastral code
- 01.14.07.008.110
- Owner
- შპს "იპოდრომი -2" (404954126)
- Area
- 4,887 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.07.008.110Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1359432
- Status
- Approved
- Registered
- 25 November 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 2 December 2015City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 09/02/2015 წლის №1723362 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 25/11/2015წ. AR1359432 განაცხადით მომართა ალექსანდრე სამარგულიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 09/02/2015 წლის №1723362 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 09/02/2015 წლის №1723362 ბრძანებით ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი #49ა/ ჭავჭავაძის გამზირი #49–ის მიმდებარედ, ნაკვ #08/094, შპს ,,იპოდრომი–2"–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მე–4 საცხოვრებელი ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 09 თებერვლიდან 2017 წლის 09 ივლისის ჩათვლით. აღნიშნული ბრძანების მე–6 პუნქტით, დამკვეთს დაევალა ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით იპოთეკარის შესაბამისი წესით დამოწმებული თანხმობის წარმოდგენა 09/02/2015 წლის №1723362 ბრძანების გამოცემიდან ერთი თვის ვადაში. ამავე სამსახურის 17/02/2015 წლის №1735023 ბრძანებით შპს ,,ჭავჭავაძის 49"–ის დირექტორს ალექსანდრე სამარგულიანს შესრულებულად ჩაეთვალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 09 თებერვლის №1723362 ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და მის მიერ 2015 წლის 13 თებერვალს NAR1280183 განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტები დაერთო სამშენებლო დოკუმენტაციას. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 09/02/2015 წლის №1723362 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არის ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ, საზაფხულო ფართობი - ნაცვლად 2446.9 კვ.მ–ისა დაფიქსირებულია 2220.4 კვ.მ, ხოლო კომერციული ფართობი ნაცვლად 101.75 კვ.მ–ისა დაფიქსირებულია 101.8 კვ.მ. სამსახურმა შეისწავლა განმცხადებლის მოთხოვნა და დაადგინა, რომ კომერციული და საზაფხულო ფართობის ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შესაბამისობაშია შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციასთან. ამასთან, კომერციული და საზაფხულო ფართობის ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზის გასწორება იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას, რომელიც ნაცვლად 11746.5 კვ.მ–ისა შეადგენს 11972,95 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და 09/02/2015 წლის №1723362 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 09/02/2015 წლის №1723362 ბრძანებაში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი და გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: საერთო ფართობი - 11972,95 კვ.მ; კომერციული ფართობი: 101,75 კვ.მ; საზაფხულო ფართობი: 2446,90; სამსახურის 09/02/2015 წლის №1723362 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 09/02/2015 წლის №1723362 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 December 2015Decision2323864 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal