ქალაქი თბილისი , გლდანი, დ.დიღმის გზის მიმდ.
Decision
- Decision number
- 2335283
- Decision date
- 9 December 2015
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი ანდრონიკაშვილი
- Developer (company ID)
- 404381245
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.013.537
- Owner
- მანანა სეხნიაშვილი (P/N: *********45)
- Area
- 1,902 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.013.537Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1360473
- Status
- Not reviewed
- Registered
- 30 November 2015
- Type
- Reconstruction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 9 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 December 2015City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს: ,,ქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ,, და ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ნებადართულია მხოლოდ ერთიანი პროექტის ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება იერსახის აღდგენის მიზნით. ასევე დოკუმენტურად უნდა იქნეს დადასტურებული მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა და ის ფაქტი, რომ უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ მიშენებული, დამთავრებული ან დაუმთავრებელი ან ლოჯიების ან სხვაგვარი მშენებლობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე. ამასთანავე, ქ. თბილისის 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინიტსრაციულ- ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარეკონსტრუქციო არეალი მდებარეობს ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, არქიტექტურის სამსახურს მსგავსი სახით სარეკლამო აბრის მოწყობა და არსებული შენობის მსგავსი ფერით შეღებვა შესაძლებლად არ მიაჩნია, იგი საკმაოდ გადატვირთული, გაითვალისწინეთ რომ აბრაზე განთავსებული ნახატი ესთეტიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია. ასევე საჭიროა შემცირდეს აბრის სიმაღლე. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა შპს "გიუაანი", რომლის დირექტორიც სამეწარმეო რეესტრის მიხედვით არიან მოქ. გიორგი სურგულაძე და თორნიკე თუშიშვილი. ასევე საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად მიწის ნაკვეთის მოიჯარეა "შპს AUTO GEORGIA", რომლის დირექტორია მოქ. ზვიად კვეზერელი, ხოლო განცხადებით მოგვმართეთ თქვენ ირაკლი ანდრონიკაშვილმა. სამსახურისთვის გაუგებარია თქვენი უფლებამოსილება. საჭიროა "მინდობილობა/რწმუნებულების" ველში აიტვირთოს ერთ–ერთი ფირმის მიერ თქვენს სახელზე გაცემული მინდობილობა ან წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი განცხადებით მოგვმართოს ერთ–ერთმა დირექტორმა. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით მოგვმართავს შპს "შპს AUTO GEORGIA"–ს დირექტორი ზვიად კვეზერელი ან წარმოადგენთ მის მიერ გაცემულ მინდობილობას, მაშინ დამატებით წარმოსადგენი იქნება იჯარის ხელშეკრულება, სადაც ერთ–ერთ პუნქტში გათვალისწინებული უნდა იქნას სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ, ხოლო ამ პუნქტის არ არსებობის შემთხვევაში საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის შპს "გიუაანი"–ის დიტექტორის გიორგი სურგულაძის და თორნიკე თუშიშვილის მიერ გაცემული თანხმობა ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ, რომელიც შესაძლებელია აიტვირთოს "საჭიროების შემთხვევაში ფართის მესაკუთრეთა თანხმობა"–ს ველში. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სამსახურის მიერ უკვე გეცნობათ №2326820 გადაწყვეტილებით, რომ სამსახურის მოთხოვნის კვლავ გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში თქვენი განცხადება დარჩებოდა განუხილველი. აქედან გამოდმდინარე ვინაიდან თქვენ მიერ არ იქნა გათვალისწინებული სამსახურის მოთხოვნა, წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 9 December 2015Decision2335283
- 5 December 2015City answer
- 5 December 2015Files uploaded
- 5 December 2015Files uploaded
- 30 November 2015Files uploaded
Documents
Consents and orders1
- გიუანის თანხმობა.pdfOpen ↗
Other files5
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal