OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ქუჩა ხეთაგუროვი , N 36

AR1360638Construction permitOther use1 December 2015
Sign in to follow

Decision

Decision number
2334010
Decision date
8 December 2015
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავითი მაჭარაშვილი
Developer (company ID)
404438417

Parcel

Cadastral code
01.16.06.062.004
Owner
შპს ე.კ.ბ. "კავკასიის განვითარების ბანკი"-ს თბილისის ფილიალი (203861892) (203861892)
Area
967 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1360638
Status
Rejected
Registered
1 December 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 8 December 2015City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურმა განიხილა 01/12/2015 წლის AR1360638 განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სამსახურის 24/07/2015 წლის №2026705 ბრძანებაში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, წარმოდგენილი კორექტირებული გეგმების შესაბამისი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების დაფიქსირება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 24.07.2015 წლის N2026705 ბრძანებით ქ. თბილისში, ხეთაგუროვის ქ. N36–ში, სააქციო საზოგადოება "კავკასიის განვითარების ბანკი–საქართველო"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე (საკ. კოდი N01.16.06.062.004), შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 27 ივლისიდან 2015 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების, ასევე, წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმებისა და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების 24/07/2015 წლის №2026705 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმებთან ურთიერთშედარების შედეგად დგინდება, რომ შეცვლილია გეგმარება და წარმოდგენილი გეგმები არ შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 19/10/2015 წლის №2246750 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, ხეთაგუროვის ქ. N 36–ში, სააქციო საზოგადოება "კავკასიის განვითარების ბანკი–საქართველო"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე (საკ. კოდი N 01.16.06.062.004), მრავალფუნქციური შენობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 02 სექტემბრის Nბ–888/12 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებითი მოთხოვნებთან შესაბამისობას და მათ დასაშვებობას ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. მითითებულ გადაწყვეტილებაში ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები არ დაფიქსირებულა. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 62-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტის თანახმად, „ქ. თბილისში (გარდა V კლასის შენობა-ნაგებობებისა) თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, თუმცა სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დამკვეთს უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე, დამკვეთის მიერ ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის შემდეგ აღნიშნული ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის გარეშე უკვე განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობასა და მისი დასაშვებობის დადასტურებაზე. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტისაგან განსხვავებით ნაწარმოები მშენებლობის დადასტურება ხდება წერილობითი ფორმით“. შესაბამისად, ვინაიდან შეცვლილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 24.07.2015 წლის N2026705 ბრძანებით შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული გეგმარება და წარმოდგენილი მაჩვენებლები გამომდინარეობს აღნიშნული შეცვლილი გეგმარებიდან, სამსახური N2026705 ბრძანებაში ცვლილებას მაჩვენებლებთან დაკავშირებით ვერ შეიტანს. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მაჩვენებლების ცვლილება გამომდინარეობს 19/10/2015 წლის №2246750 გადაწყვეტილებით განხორციელებული დადასტურებიდან და თუ მის საფუძველზე ობიექტი მიღებულია ექსპლუატაციაში წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ 24.07.2015 წლის N2026705 ბრძანებაში ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირებულია შეცდომით, აღნიშნული შეცდომის გასწორების მოთხოვნით განაცხადი შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ სამსახურის ელექტრონულ ვებ–გვერდზე (www.tas.ge) შემდეგი თანმიმდევრობით: სამართლებრივი საკითხები, შემდეგ ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში.

    Show more
  2. 8 December 2015Decision2334010 - Refused
  3. 1 December 2015Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal