ქალაქი თბილისი , ქუჩა თ. ერისთავი , N 8
Decision
- Decision number
- 2329113
- Decision date
- 9 December 2015
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზაქარია შველიძე
- Developer (company ID)
- 200012547
Parcel
- Cadastral code
- 01.12.12.003.007
- Owner
- შპს ,,ოლია" (200012547)
- Area
- 20,767 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.12.003.007Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1360735
- Status
- Approved
- Registered
- 1 December 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 December 2015Decision2329113 - Granted
- 9 December 2015City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27/11/2015 წლის №2315582 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 01/12/2015წ. #AR1350735 განცხადებით მომართა ზაქარია შველიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 27/11/2015 წლის №2315582 ბრძანებაში საპროექტო ობიექტის მესაკუთრესთან დაკავშირებით ტექნიკური ხარვეზის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 27/11/2015 წლის №2315582 ბრძანებით ქ. თბილისში, თ. ერისთავის ქ. №8, შ.პ.ს. "ოლიას" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.12.12.003.007) შეთანხმდა შენობა-ნაგებობების (N1) დემონტაჟის პროექტი და გაიცა მშენებლობის (დემონტაჟის) ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 27/11/2015წ.-დან 27/05/2016წ.-ის ჩათვლით. განმცხადებელის განმარტებით, სამსახურის 27/11/2015 წლის №2315582 ბრძანებაში საპროექტო ობიექტის მესაკუთრედ მოხსენიებულია მხოლოდ შპს ,,ოლია" (საიდენტიფიკაციო კოდი: N200012547), მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „მიწა და უძრავი ქონებისა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204524737) და შპს ,,ოლიას" თანასაკუთრებას. მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობიდან – (20767. 00 კვ.მ) შპს „მიწა და უძრავი ქონების“ საკუთრებაა – 20617.00 კვ.მ., ხოლო 150.00კვ.მ. შპს „ოლიას“ საკუთრება. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის გასწორებას და სამსახურის 27/11/2015 წლის №2315582 ბრძანებაში იმის დაფიქსირებას, რომ დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობა განთავსებულია შპს „მიწა და უძრავი ქონებისა“ და შპს ,,ოლიას" თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. სამსახურმა წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N882015648621, მომზადების თარიღი: 16/11/2015 11:48:26) თანახმად, ქ. თბილისში, თ.ერისთავის ქ. N8-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N01.12.12.003.007) თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ შპს „მიწა და უძრავი ქონება“ და შპს ,,ოლია" და ხორციელდება შენობა-ნაგებობების (N1) დემონტაჟი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 27/11/2015 წლის №2315582 ბრძანებაში საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან დაკავშირებით ტექნიკური ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, 27/11/2015 წლის №2315582 ბრძანებაში უნდა დაფიქსირდეს, რომ შენობა-ნაგებობების (N1) დემონტაჟის პროექტი შეთანხმდა ქ. თბილისში, თ. ერისთავის ქ. №8–ში მდებარე შ.პ.ს. "ოლია"–სა და შპს „მიწა და უძრავი ქონების“ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27/11/2015 წლის №2315582 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „1. შენობა-ნაგებობების (N1) დემონტაჟის პროექტი შეთანხმდა ქ. თბილისში, თ. ერისთავის ქ. №8–ში მდებარე შ.პ.ს. "ოლიასა" და შპს „მიწა და უძრავი ქონების“ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.“ 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 27/11/2015 წლის №2315582 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 1 December 2015Files uploaded
Documents
Other files1
- მიმართვა.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal