OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა არტურ ლაისტი , N 5

AR1365608Construction permitOther use21 December 2015
Sign in to follow

Decision

Decision number
2372605
Decision date
13 January 2016
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მამუკა მირზიაშვილი
Developer (company ID)
205090998

Parcel

Cadastral code
01.17.14.003.137
Owner
შპს "ორთაჭალის ტურფა" (205090998)
Area
1,801 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1365608
Status
Approved
Registered
21 December 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
23 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 13 January 2016City answer

    ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 18 მაისის №ნ/1085 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 21 დეკემბრის #AR1365608 განცხადებით მომართეს მამუკა მირზიაშვილმა, შპს „ორთაჭალის ტურფა“–ს და შპს „T58“–ის დირექტორმა თორნიკე აბულაძემ, ასევე შპს „ევრონიშნული“–ს დირექტორმა მერაბ ბაღათურიამ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2010 წლის 18 მაისის №ნ/1085 ბრძანებაში ცვლილების შეტანა სამშენებლო ობიექტის მესაკუთრის ცვლილებიდან გამომდინარე. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სიიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 18/15/2010წ. Nნ/1085 ბრძანებით, ქ. თბილისში, მეგობრობის პარკის დასაწყისში, შპს „ორთაჭალის ტურფა“–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის N003/137) გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის ვადა განისაზღვრა 2010 წლის 19 მაისიდან 2011 წლის 19 იანვრის ჩათვლით. აქტში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ორთაჭალის ტურფა“. მოგვიანებით, სამსახურის ბრძანებებით, რამდენიმეჯერ მოხდა მშენებლობის ვადის გაგრძელება და საბოლოოდ, 06.05.2014წ. №1249609 ბრძანებით, მშენებლობის დასრულების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 6 მაისი. ამავე სამსახურის 07.10.2015 წლის №2231064 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 18/15/2010წ. Nნ/1085 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ორთაჭალის ტურფა“–სთან ერთად დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ევრონიშნული“. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშე¬ნებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მი¬სი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 26–ე მე–4 პრიმა მუხლის მე–7 პუნქტის თანახმად, "მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლების (უფლებების) რეგისტრაციის შემთხვევაში, დამკვეთი (პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) არის მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, რომელზედაც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–6 თავის, 63–ე მუხლის, "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57 დადგენილების და "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 26–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილედეს მამუკა მირზიაშვილის, შპს „ორთაჭალის ტურფა“–ს და შპს „T58“–ის დირექტორის თორნიკე აბულაძის, ასევე შპს „ევრონიშნული“–ს დირექტორის მერაბ ბაღათურიას 2015 წლის 21 დეკემბრის # AR1365608 განცხადება; 2. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 18 მაისის №ნ/1085 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს "ორთაჭალის ტურფასთან" და შპს "ევრონიშნულ“-თან ერთად შპს "T58". 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 18 მაისის №ნ/1085 ბრძანებასთან ერთად; 4. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა N7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 13 January 2016Decision2372605 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal