ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 84 , (ნაკვეთი 003/003)
Decision
- Decision number
- 2386720
- Decision date
- 20 January 2016
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თეიმურაზ შალამბერიძე
- Organization
- 6264
- Developer (company ID)
- 200209103
Parcel
- Cadastral code
- 01.12.01.003.003
- Owner
- შპს რედი (200209103)
- Area
- 555 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.01.003.003Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Special
- Sub-zone
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1365859
- Status
- Approved
- Registered
- 28 December 2015
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 23 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 January 2016City answer
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.11.2013 წლის №978984 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 28.12.2015 წლის AR1365859 განაცხადით მომართა თეიმურაზ შალამბერიძემ რომელმაც მოითხოვა ამავე სამსახურის 04.11.2013 წლის №978984 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 04.11.2013 წლის №978984 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი (ნაძალადევი), გურამიშვილის გამზ. #84–ში (ნაკვეთი 003/003)–ში, შ.პ.ს. რედი–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, საავდმყოფოს არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 05 ნოემბრიდან 2016 წლის 05 მაისის ჩათვლით. აქტში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „რედი“. ამასთან განმცხადებლის 08.12.2015 წლის AR1360317 განცხადებაზე წარმოდგენილი ფოტოსურათებით დგინდება, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამუშაოები არ ჩატარებულა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის № 882015735684, მომზადების თარიღი: 24/12/2015 09:21:25) თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზ. №84 წარმოადგენს შპს „რედი“–ს საკუთრებას ხოლო მის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს თეიმურაზ შალამბერიძე. დღეისათვის, მესაკუთრე ითხოვს სამსახურის 04.11.2013 წლის №978984 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან, აღარ აქვთ ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აღარ აქვს სამსახურის მიერ გაცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საპროექტო ობიექტის რეკონსტრუქციის ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს განმცხადებლის: თეიმურაზ შალამბერიძის 28.12.2015 წლის AR1365859 განაცხადი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.11.2013 წლის №978984 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 20 January 2016Decision2386720 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal