OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გლდანი , მიკრო/რაიონი "ა" / ქალაქი თბილისი , ქუჩა შეშელიძე , N 124

AR1367147Construction permitOther use28 December 2015- Gldani
Sign in to follow

Decision

Decision number
2365070
Decision date
29 December 2015
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი გოგოხია
Developer (company ID)
209437180

Parcel

Cadastral code
01.11.12.018.173
Owner
შპს "გიგანტი-94" (209437180)
Area
7,408 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1367147
Status
Approved
Registered
28 December 2015
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 December 2015Decision2365070 - Granted
  2. 29 December 2015City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 09 ივნისის #1944970 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 28 დეკემბერს #AR1367147 განცხადებით მომართა ირაკლი გოგოხიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 09 ივნისის #1944970 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 09 ივნისის #1944970 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი გლდანი, მიკრო/რაიონი ,,ა" / ქ. თბილისში, შეშელიძის ქუჩა #124–ში შპს გიგანტი-94–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 09 ივნისიდან 2016 წლის 09 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 09 ივნისის #1944970 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს გიგანტი-94. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #882015155194, მომზადების თარიღი: 26/03/2015 წ., ს/კ: #01.11.12.018.173) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს გიგანტი-94, რომლის დირექტორს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #B15139831; მომზადების თარიღი: 01/07/2015 წ.; ს/კ: #209437180) თანახმად, წარმოადგენს ირაკლი ხონელიძე. სამსახურში წარმოდგენილ იქნა მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: #150289992, რეგისტრაციის თარიღი: 25.03.2015 წ.), რომლის შესაბამისად, შპს გიგანტი-94–ის დირექტორი ირაკლი ხონელიძე ირაკლი გოგოხიას უფლებას აძლევს იყოს მისი, როგორც შპს გიგანტი-94–ის დირექტორის წარმომადგენელი სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2015 წლის 09 ივნისის #1944970 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, კომერციულ ფართობად 2664.6 კვ.მ–ის ნაცვლად 2665.1 კვ.მ–ის დაფიქსირებას, რაც თავის მხრივ იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას და 2664.6 კვ.მ–ის ნაცვლად შეადგენს 2665.1 კვ.მ–ს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 09 ივნისის #1944970 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 09 ივნისის #1944970 ბრძანებაში, კერძოდ: კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს 2665.1 კვ.მ., საერთო ფართობად 2665.1 კვ.მ.; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 09 ივნისის #1944970 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 28 December 2015Files uploaded

Documents

Other files1

  • BInder1 gegma da mindobiloba.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal