OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა ნინო ჟვანია , N 28 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ნინო ჟვანია , N 28

AR1368980ReconstructionOther use11 January 2016
Sign in to follow

Decision

Decision number
2387281
Decision date
14 January 2016
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნიკოლოზ მურღულია
Developer (company ID)
205292002

Parcel

Cadastral code
01.14.12.003.105
Owner
შპს "ზემო-ვაკის აპარტამენტები" (205292002)
Area
8,520 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1368980
Status
Not reviewed
Registered
11 January 2016
Type
Reconstruction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 January 2016City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: ქ. თბილისის 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინიტსრაციულ- ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ არსებული შენობა ახალაშენებულია და ჩამოყალიბებული იერსახის მატარებელია, რომელიც წარმოადგენს ერთ მთლიან არქიტექტურულ ელემენტს, სამსახურს მსგავსი სახით ფასადის რეკონსტრუქცია შესაძლებლად არ მიაჩნია. საპროექტო ფასადის ფერები შეხამებული იქნას შენობის არსებულ ფერთან. სარეკლამო აბრების მოწყობა განხორციელდეს მხოლოდ წარწერის სახით (შავი ფონის დადების გარეშე). ასევე სარეკლამო აბრები მოეწყოს ისე, რომ არ დაიფაროს ზემოთ არსებულ აივანზე მდებარე წყლის სადინარები. კიბის ბაქნის მოწყობა არ უნდა განხორციელდეს ავტოფარეხში ჩასასვლელი კარის თავზე. საკითხის განსახილველად საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი: - წარმოსადგენია ახალი ფოტომონტაჟი (როგორც გვერდითა მხრიდან ასევე პირდაპირი ხედიდან დამუშავებული, რათა უკეთ იქნას გამოკვეთილი კიბის ბაქნის განთავსების ადგილი) ყოველივე ზემოაღნიშნულების გათვალისწინებით დეტალურად გაბარიტული ზომების და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით. - წარმოსადგენია არსებული და საპროექტო გეგმები და ჭრილები. - ვინაიდან შენობა ახალაშენებულია წარმოსადგენია პროექტის ავტორის მიერ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ჩასატარებელი სამუშაოების თაობაზე. - ვინაიდან სარეკლამო აბრის მოწყობა ხორციელდება მეორე სართულის აივანზე საჭიროა წარმოადგინოთ აივნის მესაკუთრის მიერ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ჩასატარებელი სამუშაოების თაობაზე და შესაბამისად დაურთოთ ფართის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუემნტი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. - არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათებიდან დგინდება, რომ საპროექტო ფასადზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლის აღმნიშვნელი ნუმერაცია, ვიდეო თვალი, გარე განათება და საკომუნიკაციო ქსელები, ხოლო ფოტომონტაჟზე ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებული არ არის. საჭიროა წარმოადგინოთ ვიდეო თვალის, გარე განათების და საკომუნიკაციო ქსელების მესაკუთრეების მიერ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები აღნიშნული "დეტალების" დემონტაჟის თაობაზე. ხოლო საცხოვრებელი სახლის აღმნიშვნელი ნუმერაციის შემთხვევაში კი ამხანაგობის კრების ოქმი ნუმერაციის გადატანის ან გაუქმების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის აღმნიშვნელი ნუმერაცია, ვიდეო თვალი, გარე განათება და საკომუნიკაციო ქსელები დატანილ იქნას ფოტომონტაჟზე. გაითვალისწინეთ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა განცხადებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.

    Show more
  2. 14 January 2016Decision2387281
  3. 11 January 2016Files uploaded
  4. 6 January 2016Files uploaded
  5. 6 January 2016Files uploaded

Documents

Other files3

  • კრების ოქმი.pdfOpen ↗
  • არსებული.pdfOpen ↗
  • ასატვირთი ფოტომონტაჟი.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal