OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი

AR1373103Construction permitOther use25 January 2016- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
2409331
Decision date
1 February 2016
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დალი დარჯანია
Developer (company ID)
400090860

Parcel

Cadastral code
01.72.14.038.034
Owner
გია გენებაშვილი (P/N: *********46)
Area
1,000 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1373103
Status
Rejected
Registered
25 January 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 1 February 2016City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის – სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1373103განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #01.72.14.038.034) გამიჯვნასა და შემდგომ სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 5 (სზ–5) და მცირედით სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ–1). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად საცხოვრებელი ზონა 5 (სზ–5) წარმოადგენს საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები (იხ. დანართი). ხოლო, სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ–1) – წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ქუჩებს, გზებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს. ასევე, დასაშვებია ტროტუარებზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის, 1-ლი პუნქტის, „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტების განთავსება, ხსენებული დადგენილების, ამ წესებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.“ თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ყვება დიდი დიღმის “ჩარჩო გეგმის” განვითარების არეალში (რომელიც განსაზღვრავს ამ ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი განვითარების სტრატეგიულ მიმართულებას დაზუსტებულ ზონებს და ქვეზონებს, ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალებს, მათ მიმართულებებს, კავშირებსა და კატეგორიებს). “ჩარჩო გეგმის” შესაბამისად მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება უნდა განხორციელდეს სამსახურის მიერ დადგენილი განაშენიანების რეგულირების ხაზების დაცვით, ქუჩის მხრიდან 10მ. ლურჯი ხაზი, რაც იმას გულისხმობს, რომ საპროექტო შენობა/შენობების უნდა განთავსდეს ხსენებულ ხაზზე და ეზოს მხრიდან 10მ. და გზის გაფართოვების წითელი ხაზი (იხ. დანართი). ქალაქგეგმარებით თვალსაზრისით, რომელიც ეფუძნება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმას“, „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს“ და სამსახურის დებულებას, არქიტექტურის სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის გაიმიჯნოს განაშენიანების რეგულირების ლურჯი ხაზის მართობულად. ასავე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ტერიტორიის გამიჯვნა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ გამიჯვნის შემდგომ მიღებული საკადასტრო ერთეულის სიგანე იყოს არანაკლებ 10მ. ალტერნატიული გამიჯვნის სქემატური ნახაზის წარმოდგენის შემთხვევაში, სამსახური დაუბრუნდება მოცემული საკითხის განხილვას.

    Show more
  2. 1 February 2016Decision2409331 - Refused
  3. 25 January 2016Files uploaded
  4. 25 January 2016Files uploaded

Documents

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal