OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , საქ. სამხედრო გზის მე-9 კმ. მარჯვენა მხარე, (ნაკვ. N1 და N2) მიმდებარედ

AR1378027DemolitionOther use12 February 2016
Sign in to follow

Decision

Decision number
2439463
Decision date
17 February 2016
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
კობა სურმავა
Developer (company ID)
202289353

Parcel

Cadastral code
01.13.01.018.363
Owner
იოსებ ტოროშელიძე (P/N: *********96)
Area
710 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1378027
Status
Not reviewed
Registered
12 February 2016
Type
Demolition

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
5 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 17 February 2016City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, საკადასტრო გეგმის მიხედვით ტერიტორიაზე არსებული №5/1 შენობის დემონტაჟისა და მის ნაცვლად იმავე ადგილზე მხიოლოდ სხვა კონფიგურაციით I კლასის შენობა-ნაგებობის განთავსებას. ასევე გაცნობებთ რომ ქ. თბილისის 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. აღნიშნულის გათვალისწინებით ვინაიოდან საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქალაქგეგმარებით კარკასზე მნიშვნელოვან ადგილზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, და იმის გათვალისწინებით, რომ ამავე მიწის ნაკვეთზე სამსახურის მიერ გაცემულია რამოდენიმე I კლასის ობიექტის რეკონსტრუქციის და ასევე არსებულის დემონტაჟისა და მის ნაცვლად ახლის აშენების განხორციელებისათვის შესაბამისი წერილობითი თანხმობები, იმისათვის, რომ არ განხორციელდეს მიწის ნაკვეთის ქაოტურად უსისტემოდ განვითარება და სამსახურმა ხელახლა იმსჯელოს თქვენს საკითხთან დაკავშირებით, ამავე დროს «მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ» მუხლი 65–მემუხლის მე-3 და 4 პუნქტებში. 2014 წლის 3 დეკემბერს საქართველოს მთავრობის #655 დადგენილებით შეტანილი ცვლილების 3 პუნქტის გათვალისწინებით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის საჭიროების თაობაზე, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობებისათვის დადგენილი წესით სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მიწის ნაკვეთის განვითარება მხოლოდ სამშენებლოდ გამოყენების კონკრეტული პირობების საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით,“მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის24 მარტის #57 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად (გარდა განსაზღვრული გამონაკლისებისა). ასევე გაცნობებთ რომ პირველ რიგში თქვენი მოთხოვნა უნდა დააყენოთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემის თაობაზე (განაცხადის ტექსტში მიუთითოთ სამსახურის მიერ გაცემული ნებართვები ) და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მოპოვების შემდგომ გასავლელი იქნება II (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) და III (მშენებლობის ნებართვის გაცემა)სტადიები. ასევე გაითვალისწინეთ, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში ასახული უნდა იქნას კომპლექსურად ყველა I კლასის ობიექტის მონაცემები ხოლო საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებისა და «ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები»ს (დამტკიცებულია ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N 4-13 გადაწყვეტილებით) შესაბამისად შესრულებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.

    Show more
  2. 17 February 2016Decision2439463
  3. 12 February 2016Files uploaded

Documents

Other files4

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal