OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის III მ/რ, , ნუცუბიძის ქუჩა N129 / ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის III მ/რ, , ნაკვეთის N061-ის მომიჯნავედ.

AR1379084Construction permitOther use17 February 2016- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
2460536
Decision date
9 March 2016
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ბენი ელიშაყოვი
Organization
2734
Developer (company ID)
404903486

Parcel

Cadastral code
01.14.02.025.117
Owner
შპს "ელიტ ოფისი" (404903486) (404903486)
Area
1,252 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1379084
Status
Rejected
Registered
17 February 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 9 March 2016City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 17 თებერვალს #AR1379084 განცხადებით მომართა ბენი ელიშაყოვმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 12 იანვრის #1678848 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 12 იანვრის #1678848 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ნუცუბიძის III მ/რ, ნუცუბიძის ქუჩა #129/ქ. თბილისი, ნუცუბიძის III მ/რ, ნაკვეთის #061-ის მომიჯნავედ, შპს "ელიტ ოფისი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.14.02.025.117) შერეული ფუნქციის ობიექტის (საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 12 იანვრიდან 2015 წლის 12 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 12 იანვრის #1678848 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „ელიტ ოფისი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B16029457; მომზადების თარიღი: 29/02/2016 წ.; ს/კ: #404903486) თანახმად, შპს „ელიტ ოფისი“–ს დირექტორს წარმოადგენს ბენი ელიშაყოვი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882011538806, მომზადების თარიღი: 09/11/2011 წ., ს/კ: #01.14.02.025.117) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ელიტ ოფისი“. დღეისათვის განმცხადებელი ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 12 იანვრის #1678848 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, გამორჩენილი ავტოსადგომის ფართობის – 152 კვ.მ–ის დაფიქსირებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამსახურის 2015 წლის 12 იანვრის #1678848 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი ითვალისწინებს საპროექტო მიწის ნაკვეთზე ღია ავტოსადგომის მოწყობას. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57–ე დადგენილების მე–3 მუხლის 77–ე პუნქტის თანახმად, ღია ავტოსადგომი არის გადაუხურავი ღია ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადგომად. აქედან გამომდინარე, ღია ავტოსადგომის ფართობი ვერ იქნება დაანგარიშებული საპროექტო ობიექტის ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, და ვინაიდან ღია ავტოსადგომის ფართობი არ შედის ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში და 2015 წლის 12 იანვრის #1678848 ბრძანების გამოცემის დროს სამსახურის მიერ ტექნიკური შეცდომის დაშვება არ მომხდარა, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა 2015 წლის 12 იანვრის #1678848 ბრძანებაში ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე.

    Show more
  2. 9 March 2016Decision2460536 - Refused

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal