ქალაქი თბილისი , ქუჩა კაირო , N 42
Decision
- Decision number
- 2468405
- Decision date
- 11 March 2016
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თამაზი მურვანიძე
- Developer (company ID)
- 204931164
Parcel
- Cadastral code
- 01.19.22.008.112
- Owner
- შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა (204931164)
- Area
- 5,641 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.22.008.112Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1379615
- Status
- Rejected
- Registered
- 18 February 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 March 2016Decision2468405 - Refused
- 11 March 2016City answer
მოქალაქე თამაზ მურვანიძის 18.02.2016წ. #AR1379615 განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 18 თებერვლის #AR1379615 განაცხადით მომართა თამაზ მურვანიძემ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 აპრილის #124377 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 აპრილის #124377 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - სამგორი, კაიროს ქუჩა, #42-ში, შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - ქართული ბიოგრაფიული ცენტრი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი საკადასტრო კოდი #01.19.22.008.055) სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობის კორექტირებული (დამატებით საწყობის მოწყობა) არქიტექტურული პროექტი. ამავე ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, ხოლო მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 23 აპრილიდან 2013 წლის 23 აპრილამდე. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო, დღეისათვის, მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში, აქტი ძალადაკარგულია. განმცხადებლის განმარტებით, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 აპრილის #124377 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში, არასწორად დაფიქსირდა მაჩვენებლები, რის გამოც, წარმოდგენილი განაცხადით, მოთხოვნილია გასწორდეს ტექნიკური შეცდომა მითითებულ ბრძანებაში და დაფიქსირდეს: განაშენიანების ფართობი (კვ.მ.): 1013,6; სასაწყობო ფართობი (კვ.მ.): 945,1; საერთო ფართობი (კვ.მ): 945,1. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 აპრილის #124377 ბრძანებაში როგორც დაფიქსირდა, იგი განხილული უნდა იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 18 აპრილის #01/799 ბრძანებით შეთანხმებულ დოკუმენტაციასთან ერთად. შესაბამისად, კორექტირებული პროექტით განხორციელდა სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილების შეტანა, რაც საჭიროებდა მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემას. ამასთან, ვინაიდან გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა, მასში განაშენიანებისა და საერთო სასაწყობო ფართობების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდა კორექტირებამდე და კორექტირებული არქიტექტურული პროექტებით გათვალისწინებული ფართობების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ერთად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამსახურის მიერ ადგილი არ აქვს 2012 წლის 21 აპრილის #124377 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის დაშვებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: უარი ეთქვას თამაზი მურვანიძეს 2016 წლის 18 თებერვლის #AR1379615 განაცხადის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 21 აპრილის #124377 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 February 2016Files uploaded
Documents
Other files1
- teqnikuri maCveneblebi.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal