ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 7
Decision
- Decision number
- 2453146
- Decision date
- 25 February 2016
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვლადიმერ კანდელაკი
- Organization
- 8638
- Developer (company ID)
- 204577216
Parcel
- Cadastral code
- 01.14.14.011.060.01.04.017
- Owner
- შპს "ლეჩკომბინატი N1" (204577216)
- Area
- 181 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.14.011.060.01.04.017Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1380461
- Status
- Rejected
- Registered
- 22 February 2016
- Type
- Reconstruction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 February 2016City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლის პასუხადაც გაცნობებთ შემდეგს: ,,ქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ,, და ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ნებადართულია მხოლოდ ერთიანი პროექტის ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება იერსახის აღდგენის მიზნით. ასევე დოკუმენტურად უნდა იქნეს დადასტურებული მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა და ის ფაქტი, რომ უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ მიშენებული, დამთავრებული ან დაუმთავრებელი ან ლოჯიების ან სხვაგვარი მშენებლობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე. ამასთანავე, ქ. თბილისის 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინიტსრაციულ- ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ მიერ დაგეგმილი სამუშაოები (ღიობების და აივნის მოაჯირის რეკონსტრუქცია) არ შეესაბამება განაშენიანების სამომავლო განვითარების მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს, ამასთანავე აღნიშნული შენობა წარმოადგენს დასრულებული სახის მქონე ობიექტს, რომლის ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება არსებითად უარყოფით გავლენას მოახდენს მის უკვე გარკვეულად ჩამოყალიბებულ არქიტექტურულ იერსახეზე, სამსახური ვერ დაუშვებს პრეცედენტს თქვენი კონკრეტული შემთხვევისათვის გასცეს ნებართვა და თვლის, რომ აღნიშნულის განხორციელება არ უნდა იქნას სხვა მობინადრეებისათვის სამაგალითო , რათა არ იქნას ერთეული სახით გამოწვეული შენობის ფასადის გაუარესება, აღნიშნული გარემოების გამო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა არსებულ მრავალბინიან შენობაზე ღიობების და აივნის მოაჯირის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფასადზე კონდენციონერის განთავსებას, განცნობებთ, რომ მისი განთავსება სამსახურს შესაძლებლად მიაჩნია. აღნიშნულზე თანხმობის მისაღებად საჭიროა სამსახურს მომართოთ ახალი განცხადებით, ნომენკლატურაში აირჩიოთ მხოლოდ „კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა“ და ატვირთოთ შესაბამისი დოკუმენტაცია.
Show moreShow less
- 25 February 2016Decision2453146 - Refused
- 22 February 2016Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal