OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი

AR1380824Construction permitOther use26 February 2016- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
2480688
Decision date
22 March 2016
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით მახათაძე
Developer (company ID)
400090860

Parcel

Cadastral code
01.72.14.038.034
Owner
გია გენებაშვილი (P/N: *********46)
Area
1,000 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1380824
Status
Approved
Registered
26 February 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
25 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 March 2016City answer

    ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 დეკემბრის #1052652 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 26 თებერვალს #AR1380824 განცხადებით მომართა დავით მახათაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2013 წლის 20 დეკემბრის #1052652 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 დეკემბრის #1052652 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფ დიღომში, შპს „ALPHA COMPANY“–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.72.14.038.034), დამხმარე ნაგებობის (საწყობი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 21 დეკემბრიდან 2014 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის გამო სამსახურის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ძალადაკარგულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში. სამსახურის 2013 წლის 20 დეკემბრის #1052652 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „ALPHA COMPANY“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882013301131; მომზადების თარიღი: 03/07/2013 წ.; საკადასტრო კოდი: #01.72.14.038.034) მიხედვით, საპროექტო ობიექტის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ALPHA COMPANY“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B14088155,; მომზადების თარიღი: 08/09/2014 წ.; ს/კ: #400090860) თანახმად, შპს „ALPHA COMPANY“–ს დირექტორებს წარმოადგენენ ნაეიმ ელდაბაა საიდ გირგის და ფავზი ელდაბა საიდ გირგის. სამსახურში წარმოდგენილ იქნა ნაეიმ ელდაბაა საიდ გირგის მიერ გაცემული 2016 წლის 05 თებერვლის #03–2016 მინდობილობა, რომლითაც იგი უფლებამოსილებას ანიჭებს დავით მახათაძეს შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია კომპანიის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.72.14.038.034) უკვე შეთანხმებული პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთან, 2013 წლის 31 მაისის წესდების 4.1 პუნქტის თანახმად, ორივე დირექტორი უფლებამოსილია იმოქმედოს ცალ–ცალკე ერთპიროვნულად. დღეისათვის განმცხადებელი ითხოვს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 დეკემბრის #1052652 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან მესაკუთრეს აღარ აქვს აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების ინტერესი. სამსახურში წარმოდგენილი სამშენებლო ობიექტზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ნაწარმოები არ არის სამშენებლო სამუშაოები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34–ე მუხლის შესაბამისად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. შესაბამისად, ვინაიდან ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის საფუძველზე მესაკუთრეს აღარ აქვს სამშენებლო სამუშაოების წარმოების ინტერესი და ამასთან, საპროექტო ობიექტზე ნაწარმოები არ არის სამშენებლო სამუშაოები, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 დეკემბრის #1052652 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34–ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე – დავით მახათაძის 2016 წლის 26 თებერვლის #AR1380824 განცხადება; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 დეკემბრის #1052652 ბრძანება; 3. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 22 March 2016Decision2480688 - Granted
  3. 26 February 2016Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal