OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , რაფაელ აგლაძის ქუჩა N53

AR1382918Construction permitOther use1 March 2016- Didube
Sign in to follow

Decision

Decision number
2465563
Decision date
4 March 2016
Construction period
26 December 2014 – 26 April 2015
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ემინი მამედოვი
Developer (company ID)
401968322

Parcel

Cadastral code
01.13.05.003.083
Owner
შპს "აქტექ" (401968322)
Area
2,297 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1382918
Status
Not reviewed
Registered
1 March 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 4 March 2016City answer

    დამატებითი ინფორმაციის წარმოსადგენად ვადის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 01/03/2016 წლის # AR1382918 განცხადებით მომართა ემინი მამედოვმა და მოითხოვა სამსახურის 25.12.2014 წლის №1659679 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება კერძოდ: ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებლის წარმოდგენილი ახალი განმარტებითი ბარათის შესაბამისად შეცვლა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 25.12.2014 წლის №1659679 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი დიდუბე, სტანისლავსკის ქ. #12–ში, შ.პ.ს. ,,აქტექ"–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #01.13.05.003.083) შეთანხმდა შერეული ფუნქციის შენობა–ნაგებობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 26 დეკემბრიდან 2015 წლის 26 აპრილის ჩათვლით. ემინი მამედოვის განმარტების თანახმად, საოფისე ფართად შეთანხმებულია 497.87 კვ.მ. ხოლო პროექტით გათვალისწინებული იყო 486.9 კვ.მ. ხოლო დამხმარე ფართად ბრძანებაში მითითებულია 63.71 და პროექტით გათვალისწინებულია 74.68 კვ.მ. სამსახურის მიერ საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად ახალ განმარტებით ბარათში გამოვლინდა უზუსტობები, კერძოდ: შეთანხმებულ პროექტში მითითებული ექსპლიკაციის თანახმად დამხმარე ფართს წარმოადგენს 63,71 კვ.მ, ხოლო საოფისე ფართის მაჩვენებელი ვერ დგინდება. შესაბამისად, სამსახურის მიერ ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ხარვეზის გასწორების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა წარმოდგენილი იქნეს ახალი განმარტებითი ბარათი ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩაათვალა დაავალოს განმცხადებელს, რომ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს დეტალური, დასაბუთებული განმარტებითი ბარათი, ყველა სათავსის შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი და გეგმები შესწორებული ფართებით და ექსპლიკაცებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს დეტალური, დასაბუთებული განმარტებითი ბარათი ყველა სათავსის შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი და გეგმები შესწორებული ფართებით და ექსპლიკაცებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 01/03/2016 წლის # AR1382918 განცხადება დარჩეს განუხილველი; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 4 March 2016Decision2465563
  3. 1 March 2016Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal