ქალაქი თბილისი , ქუჩა ს. ჩიქოვანი , N 9/11 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ს. ჩიქოვანი , N 9/11
Decision
- Decision number
- 2500379
- Decision date
- 24 March 2016
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კახაბერ ბლუაშვილი
- Developer (company ID)
- 205214917
Parcel
- Cadastral code
- 01.10.17.042.025.01.518
- Owner
- შპს "ფორმენი" (205214917)
- Area
- 276 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.17.042.025.01.518Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1387520
- Status
- Not reviewed
- Registered
- 17 March 2016
- Type
- Correction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 March 2016City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლითაც ითხოვთ კორპუსის წინმდებარე ტერიტორიაზე, თვითმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, ტროტუარზე , სატრანსპორტო საშუალებათა ,(ავტომობილების ) პარკირების შეზღუდვის მიზნით, ზღუდარების ( ბოძკიტების და შლაგბაუმის მოწყობის უფლებას). პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. გამომდინარე იქიდან, რომ შლაგბაუმის მოწყობა ხორციელდება კორპუსისთვის მიკუთვნილ საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთში ქუჩიდან შესასვლელი გზის მონაკვეთში(სავარაუდოთ თვითმართველის ტერიტორიაზე ) , იმის გავალისწინებით, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს #1429635 01.07. 2015 წლის წერილის თანახმად (იხილეთ დანართი), მრავალბინიანი შენობა–ნაგებობების ეზოებში (ამ შემთხვევაში მოიაზრება თქვენი სიტუაციაც) შლაგბაუმების მოწყობა საქართველოს მოქმედი „სახანძრო უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნების შესაბამისად ყოვლად დაუშვებელია, რაც დააბრკოლებს სახანძრო–სამაშველო ტექნიკის მანევრირებას (იხ დანართი ). ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად სამსახურის უფლებამოსილებიდან და„სახანძრო უსაფრთხოების წესების“ გათვალისწინებით სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა შლაგბაუმის მოწყობასთან დაკავშირებით მაგრამ, რაც შეეხება ტროტუარზე ზღუდარების ( ბოძკიტების) მოწყობას მისი მოწყობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მესაკუთრესთან შეთანხმების შემდგომ , ანუ აღნიშნულისათვის საჭიროა სიტუაციური გენ გეგმა(დეტალური ზომების მითითებით ) წარუდგინოთ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მათი თანხმობის შემთხვევაში დააყენოთ მოთხოვნა სამსახურის წინაშე მხოლოდ ტროტუარზე ზღუდარების ( ბოძკიტების) მოწყობის შესაძლებლობის თაობაზე და ნომენკლატურაში აირჩიოთ მხოლოდ I კლასი –დეკორატიული გაფორმების ობიექტები - რეკონსტრუქცია (კორექტირების გარეშე , ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაცემულა რაიმე ნებართვა) . ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა და საკითხი ამ ეტაპზე დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 24 March 2016Decision2500379
- 17 March 2016Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal