OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა სანდრო ეული , N 3

AR1388392Construction permitOther use22 March 2016- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
2498434
Decision date
23 March 2016
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მარიამ პაპუკაშვილი
Developer (company ID)
236052579

Parcel

Cadastral code
01.14.05.007.211
Owner
სახელმწიფო
Area
1,855 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1388392
Status
Not reviewed
Registered
22 March 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 March 2016City answer

    2016 წლის 22 მარტის №AR1388392 განაცხადთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 22 მარტის №AR1388392 განაცხადით მომართა მარიამ პაპუკაშვილმა, თანაგამცხადებელ ზაზა ქოჩიაშვილთან ერთად და ამავე სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის №2328902 ბრძანებაში ცვლილების შეტანა მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის №2328902 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა №3–ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.05.007.211), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა, საცხოვრებელი/კომერციული/საოფისე არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია გასწორდეს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის №2328902 ბრძანებაში და წარმოდგენილი ცხრილების მიხედვით ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართი - 6083 კვ.მ; საზაფხულო ფართი - 1988.4 კვ.მ; სადარბაზოს ფართი - 697.9 კვ.მ; საოფისე ფართი - 396.5 კვ.მ; ავტოფარეხის ფართი - 427.4 კვ.მ; საერთო ფართი - 9593.2 კვ.მ. სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა და წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები არ შეესაბამება სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის №2328902 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი სართულების გეგმისა და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ცხრილიდან არ დგინდება, თუ კონკრეტულად რა ხარვეზია შეთანხმებულ არიქტექტურულ პროექტში და რის საფუძველზე ხდება ფართების მაჩვენებლების მომატება. იმისათვის, რომ სამსახურს მიეცეს შესაძლებლობა დაადგინოს აღნიშნული, ასევე, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი მაჩვენებლები შეთანხმებულ არიქტექტურულ პროექტს, აუცილებელია განმცხადებელმა განმარტოს ხარვეზის მიზეზი და დამატებით წარმოადგინოს შესაბამისი, საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი, იმ ფართების კროკების დატანით, რომლებზეც ხდება ტექნიკური შეცდომის გასწორება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მე–18 მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად, სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავ-შირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ განსახილველ განაცხადთან დაკავშირებით სამსახურმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, საჭიროა, განმცხადებელმა მიუთითოს, თუ რა ხარვეზია სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის №2328902 ბრძანებაში, რის საფუძველზე ხდება სართულებზე ფართების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების მომატება, წარმოადგინოს საპროექტო შენობა-ნაგებობის ცვლილების შესაბამისი ვექტორული ფაილი იმ ფართების კროკების დატანით, რომლებზეც ხდება ტექნიკური შეცდომის გასწორება. გარდა ამისა, განაცხადი დარეგისტრირებულია არასწორი ნომეკლატურით. გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნილია ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება, განაცხადის შესაბამის ნომეკლატურას წარმოდგენს: ელექტრონული განცხადებები – სამართლებრივი საკითხები – ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხარვეზი სამსახურის 2015 წლის 08 დეკემბრის №2328902 ბრძანებაში და რის საფუძველზე ხდება ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება, წარმოადგინოს საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი იმ ფართების კროკების დატანით, რომლებზეც ხდება ტექნიკური შეცდომის გასწორება. ასევე, შეცვალოს განცხადების ნომეკლატურა შემდეგნაირად: ელექტრონული განცხადებები – სამართლებრივი საკითხები – ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2016 წლის 22 მარტის №AR1388392 განაცხადი დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 23 March 2016Decision2498434 - Other
  3. 22 March 2016Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal