OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დავით აღმაშენებლის ხეივანის N2-სა და N4-ს შორის

AR1395891Construction permitOther use12 April 2016- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
2564863
Decision date
26 April 2016
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვლადიმერ პატარიძე
Organization
9681
Developer (company ID)
405058510

Parcel

Cadastral code
01.72.14.034.073
Owner
შპს ,,energy group" (404968923)
Area
846 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1395891
Status
Approved
Registered
12 April 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
14 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 April 2016City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1744952 და 2016 წლის 17 მარტის #2480606 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 12 აპრილს #AR1395891 განცხადებით მომართა ვლადიმერ პატარიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1744952 და 2016 წლის 17 მარტის #2480606 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1744952 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის #2-სა და #4-ს შორის, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.72.14.034.073) ავტოგაზგასამართი სადგურის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2015 წლის 23 მაისის #1913341 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2015 წლის 20 თებერვლის #1744952 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. ხოლო, სამსახურის 2016 წლის 17 მარტის #2480606 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო ახალი მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 17.03.2016-დან 17.06.2016-ის ჩათვლით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1744952 და 2016 წლის 17 მარტის #2480606 ბრძანებებში დამკვეთად მითითებულია შპს მეთე. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882016129433; მომზადების თარიღი: 04/03/2016 წ.; საკადასტრო კოდი: #01.72.14.034.073) მიხედვით, საპროექტო ობიექტის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს მეთე. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B16054244; მომზადების თარიღი: 28/03/2016 წ.; ს/კ: #405058510) თანახმად, შპს მეთეს დირექტორს წარმოადგენს ვლადიმერ პატარიძე. დღეისათვის მესაკუთრე ითხოვს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1744952 და 2016 წლის 17 მარტის #2480606 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან მას აღარ აქვს აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების ინტერესი. სამსახურში წარმოდგენილი სამშენებლო ობიექტზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ნაწარმოები არ არის სამშენებლო სამუშაოები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34–ე მუხლის შესაბამისად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. შესაბამისად, ვინაიდან ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის საფუძველზე მესაკუთრეს აღარ აქვს სამშენებლო სამუშაოების წარმოების ინტერესი და ამასთან, საპროექტო ობიექტზე ნაწარმოები არ არის სამშენებლო სამუშაოები, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1744952 და 2016 წლის 17 მარტის #2480606 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34–ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე – ვლადიმერ პატარიძის 2016 წლის 12 აპრილის #AR1395891 განცხადება; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1744952 და 2016 წლის 17 მარტის #2480606 ბრძანებები; 3. წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 April 2016Decision2564863 - Granted
  3. 16 April 2016City answer
  4. 16 April 2016Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal