OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი

AR1400045Construction permitOther use26 April 2016- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
2598481
Decision date
19 May 2016
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თენგიზი ესიავა
Developer (company ID)
405120863

Parcel

Cadastral code
01.72.14.035.753
Owner
შპს ახალი თბილისი 2015 (405120863)
Area
3,601 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1400045
Status
Approved
Registered
26 April 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
23 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 19 May 2016City answer

    ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.12.2014წ. N1618329 გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 09.12.2015წ. N2333157 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, 26/04/2016წ. AR1400045 განაცხადით, მომართეს თენგიზ ესიავამ და სოლომონ ყეინაშვილმა, რომელთაც მოითხოვეს ამავე სამსახურის 12.12.2014წ. N1618329 და 09.12.2015წ. N2333157 ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 12.12.2014წ. N1618329 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, დიდ დიღომში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი: N01.72.14.035.607), დადგენილი იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 19.10.2015წ. N2247198 ბრძანებით, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, დიდ დიღომში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი: N01.72.14.035.608), დადგენილი იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 09.12.2015წ. N2333157 ბრძანებით, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდი: N01.72.14.035.626), დადგენილი იქნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N882016096163, მომზადების თარიღი: 20/02/2016 11:21:33) თანახმად, გაერთიანდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში არსებული N01.72.14.035.607, N01.72.14.035.608 და N01.72.14.035.626 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შედეგად, წარმოიქმნა ქ. თბილისში, სოფელი დიღომში არსებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: N01.72.14.035.753. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სამსახურის 13.04.2016წ. N2537293 ბრძანებით, შევიდა ცვლილება 19.10.2015წ. N2247198 ბრძანებით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა: ქ. თბილისში, სოფელი დიღომში არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N01.72.14.035.753). ობიექტთან დაკავშირებით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ / მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ აქტები გამოცემული არ არის. განმცხადებლების განმარტებით, ობიექტის სამშენებლოდ განვითარება ხორციელდება სამსახურის 19.10.2015წ. N2247198 ბრძანებით დადგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე და შესაბამისად, აღარ არსებობს 12.12.2014წ. N1618329 გადაწყვეტილებითა და 09.12.2015წ. N2333157 ბრძანებით დადგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გამოყენების ინტერესი. გამომდინარე აღნიშნულიდან, განსახილველი განაცხადით, მოთხოვნილია სამსახურის 12.12.2014წ. N1618329 და 09.12.2015წ. N2333157 ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N882016096163, მომზადების თარიღი: 20/02/2016 11:21:33) თანახმად, ქალაქი თბილისში, სოფელი დიღომში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N01.72.14.035.753) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ახალი თბილისი 2015“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B15206117, მომზადების თარიღი: 19/10/2015 14:52:02) თანახმად, შპს „ახალი თბილისი 2015“–ის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი – სოლომონ ყეინაშვილი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ვინაიდან, აღარ არსებობს 12.12.2014წ. N1618329 გადაწყვეტილებითა და 09.12.2015წ. N2333157 ბრძანებით დადგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გამოყენების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მითითებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.12.2014წ. N1618329 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 09.12.2015წ. N2333157 ბრძანება გამოცხადდეს ძალადაკარგულად. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 19 May 2016Decision2598481 - Granted
  3. 4 May 2016City answer

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal