OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , გამზირი მარშალ გელოვანი , (ნაკვეთი 04/009) ; ქალაქი თბილისი , გამზირი მარშალ გელოვანი , ნაკვეთი 25/065

AR1408847Construction permitOther use2 June 2016
Sign in to follow

Decision

Decision number
2637318
Decision date
14 June 2016
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი ჩახტაური
Organization
28009
Developer (company ID)
206295123

Parcel

Cadastral code
01.10.11.004.009
Owner
შპს "ბიოსფერო +" (206295123)
Area
168 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1408847
Status
Not reviewed
Registered
2 June 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
12 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 June 2016City answer

    თქვენი განაცხადის პასუხად რომლითაც ითხოვთ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: #01.10.10.025.065, #01.10.11.004.009) ავტოგასამართი კომპლექსის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას გაცნობებთ, რომ ტერიტორია დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი რუკის მიხედვით მდებარეობს საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ-2), სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1)-სა და სატრანსპორტო ზონა 1(ტზ-1)–ში (იხ.დანართი). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მიხედვით სატრანსპორტო ზონა 1(ტზ-1) წარმოადგენს სატრანსპორტო ქვეზონას, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს; სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) წარმოადგენს სარეკრეაციო ქვეზონას, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა მსგავსი, გარდა სხვა სარეკრეაციო ზონებში მოქცეულისა; საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის შერეულ საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონას, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი გკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ საზოგადოებრივი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს; ზემოაღნიშნული კანონმდებლობის მიხედვით საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ-2)-ში მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი და ზომები უნდა იყოს: მინიმალური ფართობი –700 კვ.მ; მინიმალური სიგანე– 20 მ. მინიმალური სიღრმე–30 მ. წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი არ აკმაყოფილებს საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ-2)-სთვის დადგენილ ნორმებს. იმ შემთხვევაში თუ იქნება მიწის ნაკვეთის გაბარიტული ზომები მოყვანილი შესაბამისობაში ფუნქციურ ზონასთან, შემდგომ შესაძლებელი გახდება საპროექტო ტერიტორიის სამშენებლო განვითარებაზე მსჯელობა. (შესწორებული ხარვეზები უნდა აისახოს ყველა წარმოდგენილ დოკუმენტში). ასევე გაცნობებთ, რომ რადგან თქვენს მიერ მოთხოვნილი ფუნქციური ზონის სახეობა (ავტოგასამართი კომპლექსი) საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ-2)-ში საჭიროებს სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას საკითხი უნდა განიხილოს “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია“–მ. გამომდინარე აქედან, დამატებით უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დასაბუთება, საპროექტო ობიექტების ესკიზური ვარიანტი („რენდერის“, მოცულობის ელ. ვერსია). რადგან მიწის ნაკვეთების (საკადატსრო კოდით: #01.10.10.025.065, #01.10.11.004.009) ამონაწერში ფიქსირდება ვადებულება, დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე, უნდა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან, სადაც მოხსნილი იქნება აღნიშნული ვარდებულება. ასევე უნდა მოხდეს მიწის ნაკვეთების გაერთიანება. უნდა ისარგებლოთ რუკაზე ცვლილების ღილაკით (განსაზღვრეთ განაცხადის მდებარეობა რუკაზე– საკადასტრო ერთეულით) და დააფიქსიროთ ახალი საკადატსრო ერთეული; გათვალისწიებული უნდა იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის #1-1/2935 ბრძანების „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ #22 მუხლით დადგენილი ნორმები (იხ.დანართი). ქალაქთმშენებლობითი პარამეტრებია: საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ-2): მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,7; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 4,6 ; მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,2. სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1): მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტია კ–1– მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტია კ–2– მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტია კ–3=0,1 სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1): მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტია კ–1– 0,2; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტია კ–2– მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტია კ–3=0,8 ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის შესაბამისად თქვენ გეძლევათ განაცხადის გამოგზავნიდან 15 დღიანი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად. თუ სამსახურის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია, საკითხი დარჩეს განუხილველი. ამასთან, გაცნობებთ, რომ ახალი განაცხადის წარმოდგენამდე ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება არის შეჩერებული და განახლდება ხსენებული განაცხადის წარმოდგენის შემდგომ.

    Show more
  2. 14 June 2016Decision2637318 - Other
  3. 2 June 2016Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • TOPO.dwg

Other files4

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal