ქალაქი თბილისი , ქუჩა პეტრიაშვილი , N 46
Applicant
- Name
- ვალენტინა ქურდაძე
- Developer (company ID)
- 204507792
Parcel
- Cadastral code
- 01.15.02.053.001
- Owner
- შპს "მთაწმინდა 2006" (204507792)
- Area
- 1,659 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.15.02.053.001Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1408914
- Status
- Approved
- Registered
- 30 May 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 6 June 2016City answer
სამსახურმა განიხილა თქვენი AR1408914 ელექტრონული განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით #01.15.02.053.001 საკადასტრო ერთეულზე მდებარე ტერიოტირაზე მშენებლობას და ითხვთ AR1395352 ნომრით მიმდინარე წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვას პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (თქვენს მიერ მონიშნულ ტერიტორიაზე) სამსახურში ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წარმოება არ მიმდინარეობს. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით და წარმოების დაწყებისა და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. დამატებით გაცნობებთ, რომ სამსახურს 2014 წლის 30 მაისის AR1224070 ელექტრონული განაცხადით სამსხურს მომართა მოქალაქე გიორგი ქევანიშვილმა და მოითხოვა ქალაქი თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩა N46-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.15.02.053.001) ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდა. საკითხი განიხილა “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის” 2014 წლის 12 ივნისის #22 სხდომამ, რომლის დასკვნის საფუძველზეც საკითხმა მიიღო დადებითი შეფასება და კოეფიციენტები განისაზღვრა კ1=0.6-ით და კ2=4,4-ით. ამასთან გაცნობებთ, რომ სამსახურის მიერ 2015 წლის 28 აპრილის №1865469 ბრძანებით შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ქ. თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩა, №46-ში, შპს "მთაწმინდა 2006"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №01.15.02.053.001) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის. ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე სამსახურის 2016 წლის 01 ივნისის № 2624082 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს სანებართვო მოწმობა. რომლის მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 06 ნოემბრიდან 2018 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით. 2015 წლის 29 სექტემბრის #2207028 ბრძანებით და სანებართვო მოწმობით შეთანხმებულია და გაცემულია დემონტაჟის ნებართვა ქ. თბილისში, პეტრიაშვილის ქ.#46–ში, შპს ,,მთაწმინდა 2006''–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (#1/1, #2/1, #3/1, #4/1) მდებარე შენობებისათვის. ხოლო აღნიშნული მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, სამსახურის №2566527 05.05.2016წ. ბრძანებით გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის სანებართვო მოწმობა. ელექტრონული სახით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ნახვა შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდზე (www.tas.ge) ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის ან/და სამსახურის პასუხის ძიებაში #AR1337402, AR1399686 #AR1271411, #AR1224070, AR1395352 განაცხადის ნომრების მითითების შემთხვევაში. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2012 წლიდან დოკუმენტბრუნვას აწარმოებს ელექტრონული სახით. სამსახურის მიერ 2012-2016 წლებში გაცემული ნებართვები გამოტანილია ვებ–გვერდზე (www.tas.ge) და არის საჯარო. ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ობიექტების ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული ობიექტის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.
Show moreShow less
- 30 May 2016Files uploaded
Documents
Other files1
- сканирование0026.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal