ქალაქი თბილისი , გამზირი ალ. ყაზბეგი , ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 2673681
- Decision date
- 28 June 2016
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვასილი ჯალაღონია
- Organization
- 9557
- Developer (company ID)
- 401994099
Parcel
- Cadastral code
- 01.10.15.022.035
- Owner
- პავლე ამირანაშვილი (P/N: *********22)
- Area
- 1,958 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.15.022.035Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1409541
- Status
- Approved
- Registered
- 31 May 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 28 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 June 2016Decision2673681 - Granted
- 28 June 2016City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2515782 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 31 მაისის №AR1409541 განაცხადით მომართა ვასილ ჯალაღონიამ და ამავე სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2515782 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2515782 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე, ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარედ, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით 2016 წლის 31 მარტის №2515782 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არასწორადაა მითითებული ავტოსადგომის ფართობი - 1118.90 კვ.მ ნაცვლად 1118.91 კვ.მ-ისა და საერთო ფართობი - 14965.49 კვ.მ ნაცვლად 14965.50 კვ.მ-ისა. ასევე, ტექნიკური შეცომა ფიქსირდება შეთანხმებულ გეგმებზე, კერძოდ, +3.10 ნიშნულის გეგმაზე „ა“ ბლოკში არაზუსტადაა მითითებული ავტოსადგომების ფართები, ამავე ნიშნულის გეგმაზე „ბ“ ბლოკში არასწორადაა აღნიშნული ბ-1 კომერციული ფართი, ხოლო +6.30 ნიშნულის გეგმაზე „გ“ ბლოკში არასწორადაა მითითებული ავტოსადგომის ფართი. წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება: ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გასწორებული მაჩვენებლების დაფიქსირება და +3.10 და +6.30 ნიშნულების შეთანხმებული გეგმების №AR1409541 განაცხადით წარმოდგენილი შესწორებული გეგმებით ჩანაცვლება. სამსახურმა 2016 წლის 31 მარტის №2515782 ბრძანებით შეთანხმებული არიქტექტურული პროექტის და განაცხადით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე საფუძვლია და წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესწორებული გეგმები შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2515782 ბრძანებაში, კერძოდ ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).:14965.50, ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).:1118.91 და ბრძანებით შეთანხმებული +3.10 და +6.30 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს №AR1409541 განაცხადით წარმოდგენილი, ამავე ნიშნულების შესწორებული გეგმებით. სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2515782 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის №2515782 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 6 June 2016City answer
- 6 June 2016Files uploaded
Documents
Other files1
- Tanziis qucha - gegmebi gascorebuli.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal