OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N6ა

AR1411420Construction permitOther use7 June 2016- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
2639312
Decision date
10 June 2016
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ჩოჩიშვილი
Developer (company ID)
204889415

Parcel

Cadastral code
01.14.05.008.091
Owner
შპს "ჯაზა" (204889415)
Area
3,636 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1411420
Status
Not reviewed
Registered
7 June 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 June 2016Decision2639312
  2. 10 June 2016City answer

    დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენატაციის წარმოსადგენად ვადის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 07/06/2016 წ. # AR1411420 განცხადებით მომართეს დავით ჩოჩიშვილმა და დარეჯან ბასილაიამ, რომლებმაც მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 07.08.2015 წ. №2027450 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 07.08.2015 წ. №2027450 ბრძანებით ქ. თბილისში, ანნა პილიტკოვსკაიას ქ. #6ა–ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: №01.14.05.008.091) დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აღნიშნული პირობების საფუძველზე არ შეთანხმებულა პროექტი და არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (რეგისტრაციის N882015173333; მომზადებოს თარიღი: 30/03/2015) ირკვევა, რომ №01.14.05.008.091 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ: დავით ლაფაჩი, დავით ტორუა, დავით ჩოჩიშილი, დარეჯან ბასილაია, ელვირა ქურდობაძე, თადეოზ შამათავა, იამზე ჩიქოვანი, ირაკლი ბიბილაშვილი, ირაკლი კობახიძე, ლევან ადეიშვილი, ლელა კამლაძე, ლია მესხელი, მარგალიტა შუბითიძე, მარინე გელაშვილი, ნათია უჩავა, ნიკა გელაშვილი, ნიკა მიქავა, ნინო უჩავა, ფირუზ მიქავა. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან), არის მრავალბინიანი სახლი, შესაბამისად, სამსახურის 07.08.2015 წ. №2027450 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის საჭიროა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ნახევარზე მეტის თანხმობა ზემოთხსენებული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. დავით ჩოჩიშვილის და დარეჯან ბასილაიას განცხადებას 07.08.2015 წ. №2027450 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე არ ერთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ნახევარზე მეტის თანხმობის თაობაზე შესაბამისად, საჭიროა წარმოდგენილ იქნას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ნახევარზე მეტის თანხმობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის კოდექსის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება; ამავე კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. დამატებით განგიმარტავთ, რომ სამსახურის 07.08.2015 წ. №2027450 ბრძანების გაცემისას მოქმედებდა „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილება, რომელიც ამჟამად წარმოადგენს ძალადაკარგულ აქტს. შესაბამისად, ახალი წარმოების დაწყების შემთხვევაში იმოქმედებს დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობა, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილება, რომლის მიხედვითაც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე აკრძალულია დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მრავალბინიან სახლს უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა ნებადართულია ერთიანი პროექტის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით. ზემოაღნიშნული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებლებს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა, დაავალოს განმცხადებლებს, რომ 7 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინონ ზემოთ ხსენებული ამხანაგობის კრების ოქმი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებლებს, რომ 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, სადაც დაფიქსირებული იქნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტის თანხმობა, 07.08.2015 წ. №2027450 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 07/06/2016 წ. #AR1411420 განცხადება დარჩეს განუხილველი; წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal