ქალაქი თბილისი , ოქროყანის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 2747613
- Decision date
- 1 August 2016
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მიხეილ ბალიაშვილი
- Developer (company ID)
- 204862005
People
- Chief architect
- Name
- მიხეილ ბალიაშვილი
- Personal number
- *********10
- Organization
- არქიტექტურული ბიურო
- Company code
- 404393483
The people the applicant named in the application form.
Parcel
- Cadastral code
- 01.15.01.004.012
- Owner
- სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (204521794)
- Area
- 20,000 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.15.01.004.012Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1415045
- Status
- Not reviewed
- Registered
- 21 June 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 41 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 1 August 2016City answer
თქვენი განაცხადის პასუხად გაცნობებთ, რომ საკითხი განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის შეთანხმების თაობაზე განხილულ იქნა „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“ სხდომაზე, რომელზეც მიეცა დადებითი რეკომენდაცია. საკითხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადასაგზავნად საჭიროა გასწორდეს შემდეგი ხარვეზები: შესაბამისობაშია მოსაყვანი „განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების რეკვიზიტების“ გრაფა „გრგს დავალების ბრძანების ნომერი“ და „გრგს დავალების ბრძანების თარიღი“. თქვენს მიერ დაფიქსირებულია სამსახურის წერილის ნომერი, ხოლო დაფიქსირებული უნდა იყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების ნომერი N154 და დამტკიცების თარიღი: 10/06/2016. ალბომის ყველა ფურცლიდან ამოსაღებია შტამპი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტეტურის სამსახური“; წარმოდგენილ განაშენინების რეგულირების გეგმის ალბომში შესაბამისობაშია მოსაყვანი ნახაზებისა და რუკების დასახელებები; ალბომში დასამატებელია განაშენინების რეგულირების გეგმის ტექსტური ნაწილი, რომელიც უნდა შედგებოდეს შემდეგი პუნქტებისაგან: განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის აღწერა: – სარჩევი (პროექტის შემადგენლობა); – გამოყენებული პირობითი აღნიშვნების გაშიფვრა (რუკებზე მოცემული პირობითი სიმბოლოების გრაფიკული და ტექსტური გაშიფვრა; ზონირების ნაწილში გამოყენებული უნდა იყოს გენგეგმით დადგენილი ფერები); – გრაფიკული ნაწილების ნუსხა (რუკების და ილუსტრაციების ჩამონათვალი, შესაბამისი აღნიშვნებით ან/და ნუმერაციით). განმარტებითი ბარათი: – დაგეგმვის მიზანი და დაგეგმვის მიზანშეწონილების დასაბუთება (განმარტებული უნდა იყოს დაგეგმვის ძირითადი მიზანი — რა სახის და შინაარსის გარემოს ფორმირებას ემსახურება განაშენიანების რეგულირების გეგმა;) – დაგეგმვის ეფექტიანობის (ხეირიანობის) შეფასება (განმარტებული უნდა იქნას პროექტის განხორციელების სარგებლიანობა კერძო და საჯარო ინტერესების ჭრილში გაწეული ხარჯებისა და მათი შედეგების ჩვენებით); სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტ(ებ)ი: – დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მიწათსარგებლობის ზონებით დადგენილი რეგლამენტები: ზონაში უძრავი ქონების ნებადართული გამოყენების სახეობები, განაშენიანების რეგულირების პარამეტრები, გამონაკლისები — გადამეტებული პარამეტრები; შენობათა განთავსების განსხვავებული წესი და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება განაშენიანების რეგულირების წესებზე; განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელების ეტაპები და რიგითობა: – მოცემული უნდა იყოს საპროექტო ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების ან/და ტერიტორიაზე განაშენიანების/გამოყენების ეტაპები და ამ ეტაპებში შენობა-ნაგებობების მშენებლობის რიგითობა. წარმოსადგენია პროექტის შესრულების ეტაპებისა და რიგითობის სქემა; განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პუნქტი „შენიშვნების“ მიხედვით, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილი უნდა იქნას ტერიტორიის არებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14–39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ II თავის VIII მუხლის მიხედვით, რაც მოიცავს: - საპროექტო ტერიტორიის ორთოფოტო სურათს არსებული მდგომარეობით; - საპროექტო ტერიტორიის ზოგადგეოლოგიურ და სეისმურ მონაცემებს; - საპროექტო ტერიტორიის ზოგადკლიმატურ (ბუნებრივი ნალექების, ქარის, მზის გამოსხივების) მონაცემებს; - საპროექტო ტერიტორიის არსებული ბუნებრივი ფასეულობების მონაცემებს; - საპროექტო ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების მონაცემებს; - საპროექტო ტერიტორიის არსებულ ეკოლოგიურ მონაცემებს; წარმოსადგენია ტერიტორიის ზოგადი საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ; წარმოსადგენია ტერიტორიის სიტუაციური გეგმა მასშტაბით 1:2000 ან 1:1000; წარმოსადგენია ტერიტორიის ფოტოსურათები საპროექტო ტერიტორიის სქემაზე (ტოპოგრაფიული ან აეროფოტოგადაღება) მონიშნული ფოტოსურათების გადაღების ადგილებით, მიმართულებებით და თარიღით; სავალდებულო უფლებრივი ზონირების რუკაზე ნაჩვენები უნდა იყოს: - დასაზუსტებელია განაშენიანების სივრცით–გეგმარებითი წყობის სახეობა; - დასაზუსტებელია ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობა, როგორც ტექსტური ასევე გრაფიკული სახით; - ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლების ცხრილიდან ამოსაღებია განაშენიანების კვადრატულობის მაჩვენებლები; ცხრილი უნდა შედგებოდეს მხოლოდ განაშენიანების კოეფიციენტებისაგან; წარმოსადგენია მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომების გეგმარების სქემა ავტომანქანების რაოდენობის მითითებით (ცალკე ფურცლად, რუკის სახით ალბომში); წარმოსადგენია საპროექტო ტერიტორიაზე ძირითადი და ლოკალური გზების და ქუჩების ქსელის რუკა (ცალკე ფურცლად, რუკის სახით ალბომში), რომელზეც დატანილი უნდა იყოს: – ძირითადი და ლოკალური გზები და ქუჩები; – ავტოსადგომები; – საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა (სქემა ასახული უნდა იყოს საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილის გადაადგილების რეჟიმი: გამოყოფილი სივრცე, მიმართულებები და ინტენსივობა; სქემა შეთანხმებული უნდა იყოს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან და საპატრულო პოლიციასთან). წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკა: - წყალსადენის და საყოფაცხოვრებო წყალარინების ძირითადი და ლოკალური ქსელი; - კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეები; ელექტრომომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკა: – ელექტრომომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელი; – კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი სიმძლავრეები; ბუნებრივი აირით მომარაგების ძირითადი და ლოკალური ქსელის რუკა: </ul
Show moreShow less
- 1 August 2016Decision2747613 - Other
- 21 June 2016Files uploaded
Some older entries, and the rest of very long texts, are not shown here.
Documents
Drawings and project files1
- uflebrivi zonirebis ruka.dwg
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal