OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა წულუკიძე , N 15 / ქალაქი თბილისი , წულუკიძის ქ. N17-19 / ქალაქი თბილისი , წულუკიძის ქუჩა N17ა

AR1422579Construction permitOther use10 August 2016
Sign in to follow

Decision

Decision number
2778766
Decision date
16 August 2016
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავლოსტი გობეჯიშვილი
Developer (company ID)
406139780

Parcel

Cadastral code
01.17.10.012.122
Owner
დავით ბოჭორიშვილი (P/N: *********09)
Area
842 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1422579
Status
Approved
Registered
10 August 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 16 August 2016City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13/06/2016 წლის №2632407 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 10/08/2016 წლის №AR1422579 განცხადებით მომართა შ.პ.ს. „ანდრია დეველოპმენტის“ წარმომადგენელმა დავლოსტი გობეჯიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 13/06/2016 წლის №2632407 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 01/12/2014 წლის №1597795 გადაწყვეტილებით ქ. თბილისი, ქუჩა წულუკიძე, №15 / ქ. თბილისი, წულუკიძის ქ. №17-19 / ქალაქი თბილისი, წულუკიძის №17ა-ში მდებარე №01.17.10.012.122 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისთვის დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამავე სამსახურის 13/06/2016 წლის №2632407 ბრძანებით ცვლილება შევიდა 01/12/2014 წლის №1597795 გადაწყვეტილებით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ: მიწის ნაკვეთის ფართობად მიეთითა - 916 კვ.მ, ხოლო საკადასტრო კოდად №01.17.10.012.122 ერთად ასევე დაფიქსირდა №01.17.10.012.132. სამსახურის 13/06/2016 წლის №2632407 ბრძანებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე და მის შესაბამისად არ მომხდარა არქიტექტურული პროექტის შეთანხმება / შეთანხმებული პროექტის ცვლილება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია - N882016135801; მომზადების თარიღი: 10/03/2016 15:10:25) თანახმად, ქალაქი თბილისი, ქუჩა წულუკიძე, №15-17-ის მიმდებარედ არსებული N01.17.10.012.132 საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს წარმოადგენს შ.პ.ს. „ანდრია დეველოპმენტი.“ დღეისათვის, წარმოდგენილი განაცხადით, მესაკუთრე ითხოვს სამსახურის 13/06/2016 წლის №2632407 ბრძანების, რომლითაც ცვლილება შევიდა 01/12/2014 წლის №1597795 გადაწყვეტილებით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან, აღარ აქვს აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აღარ აქვს სამსახურის მიერ გაცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს განმცხადებლის: შ.პ.ს. „ანდრია დეველოპმენტის“ წარმომადგენლის დავლოსტი გობეჯიშვილის 10/08/2016 წლის №AR1422579 განაცხადი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13/06/2016 წლის №2632407 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა 01/12/2014 წლის №1597795 გადაწყვეტილებით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 16 August 2016Decision2778766 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal