ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 29
Decision
- Decision number
- 2797389
- Decision date
- 9 September 2016
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თენგიზი ესიავა
- Developer (company ID)
- 404922474
Parcel
- Cadastral code
- 01.14.14.012.027
- Owner
- ბ.მ. ამხანაგობა "ავენიუ"
- Area
- 2,028 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.14.14.012.027Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1428954
- Status
- Approved
- Registered
- 23 August 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 17 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 September 2016City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 23 აგვისტოს #AR1428954 განცხადებით მომართეს თენგიზი ესიავამ და ლაურა ღაჭავამ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების (გარდა გადახურვის გეგმისა) ჩანაცვლება 2016 წლის 23 აგვისტოს #AR1428954 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი, #29–ში (ს/კ: #01.14.14.012.027) მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 23 მარტიდან 2017 წლის 23 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის #2565428 გადაწყვეტილებით დადასტურდა მშენებლობადამთავრებული ობიექტის (მრავალფუნქციური კომპლექსი) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის #ბ-140120/07 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს PP. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #B16107276; მომზადების თარიღი: 28/07/2016 წ.; ს/კ: #404922474) თანახმად, შპს PP-ს დირექტორს წარმოადგენს ლაურა ღაჭავა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882016272617, მომზადების თარიღი: 28/04/2016 წ., ს/კ: #01.14.14.012.027) შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს PP. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებით შეთანხმებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები არ იცვლება და ითხოვს მხოლოდ 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების (გარდა გადახურვის გეგმისა) ჩანაცვლებას 2016 წლის 23 აგვისტოს #AR1428954 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებაში, კერძოდ: 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა გადახურვის გეგმისა) ჩანაცვლდეს 2016 წლის 23 აგვისტოს #AR1428954 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 9 September 2016Decision2797389 - Granted
- 23 August 2016Files uploaded
Documents
Other files1
- chavchavadze 29.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal