ქალაქი თბილისი , შატბერაშვილის ხევი , N 13
Decision
- Decision number
- 2844264
- Decision date
- 3 October 2016
- Outcome
- Granted
- Construction period
- 2 December 2014 – 2 December 2016
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თემურ დოლიძე
- Developer (company ID)
- 205186902
Parcel
- Cadastral code
- 01.14.11.060.025
- Owner
- ანატოლი შინკარენკო (P/N: *********12) (P/N: *********12)
- Area
- 1,018 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.11.060.025Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1433594
- Status
- Approved
- Registered
- 19 August 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 45 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 October 2016Decision2844264 - Granted
- 3 October 2016City answer
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 01/12/2014წ. №1621337 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 19/08/2016 წლის №AR1433594 განაცხადით მომართეს თემურ დოლიძემ და შ.პ.ს. „თ.ბ.თ ჯგუფის“ დირექტორმა ზურაბ ლორთქიფანიძემ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 01/12/2014წ. №1621337 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 01/12/2014წ. №1621337 ბრძანებით ქ. თბილისში, შატბერაშვილის ხევი №13, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.14.11.060.025) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 02 დეკემბრიდან 2016 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით. დამკვეთებად დაფიქსირდნენ: შ.პ.ს. „პრიმა ჯორჯია“ (ს/კ: №400013677, წარმომადგენელი: დავით ქემოკლიძე), ლეილა მამულაიშვილი და ანატოლი შინკარენკო. წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 01/12/2014წ. №1621337 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად შ.პ.ს. „თ.ბ.თ ჯგუფის“ (ს/კ: 205186902) დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. დღეისათვის, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხ. რეგისტრაცია – №882015414006; მომზ. თარიღ.: 29/07/2015 11:52:40) მიხედვით, ქ. თბილისში, შატბერაშვილის ხევი, №13-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი: №01.14.11.060.025) მესაკუთრეს წარმოადგენს შ.პ.ს. „თ.ბ.თ ჯგუფი“ (ს/კ: 205186902). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია -B16105263, მომზ. თარიღ.: 25/07/2016 10:27:42) შ.პ.ს. „თ.ბ.თ ჯგუფის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის ზურაბ ლორთქიფანიძე. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შ.პ.ს. „თ.ბ.თ ჯგუფის“ საკუთრებას, რომლის ხელმძღვანელობა / წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შ.პ.ს. „თ.ბ.თ ჯგუფის“ დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57–ე დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 01/12/2014წ. №1621337 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შ.პ.ს. „თ.ბ.თ ჯგუფი” (ს/კ: 205186902). სამსახურის 01/12/2014წ. №1621337 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 01/12/2014წ. №1621337 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 September 2016City answer
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal