ქალაქი თბილისი , ქუჩა ყიფშიძე , N 3ბ
Decision
- Decision number
- 2810185
- Decision date
- 31 August 2016
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნათია ტატუნაშვილი
- Developer (company ID)
- 206326359
Parcel
- Cadastral code
- 01.14.14.003.068
- Owner
- შპს "რეალთი ინვესთმენთს" (206326359)
- Area
- 3,393 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.14.003.068Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1435317
- Status
- Not reviewed
- Registered
- 26 August 2016
- Type
- Reconstruction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 31 August 2016City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებით გაცნობებთ: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, თავი IV, მუხლი 18, პუნქტი 10-გ-ს თანახმად სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდნენ შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. მათი არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე, ერთიანი, მოწესრიგებული სახით. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი არქიტექტურულ- მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გასათვალისწინებელი და წარმოსადგენია: 1. მოთხოვნის ტექსტში დააკონკრეტეთ ვისი ფართების ფასადზე გაივლის გამწოვი მილი. იმ შემთხვევაში, თუ ბინებზე გადის, მაშინ დამატებით წარმოსადგენი იქნება ყველა იმ ბინის მესაკუთრეთა თანხმობები ვის ფართზეც გაივლის გამწოვი მილი და ამავე ბინების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2. არქიტექტურის სამსახურს ატვირთული ფოტომონტაჟის მიხედვით ფასადზე გამწოვი მილის მოწყობა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. საჭიროა გამწოვი მილი შეინიღბოს ფასადთან მისადაგებული დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა), რისთვისაც წარმოსადგენი იქნება განახლებული ფოტომონტაჟი, ყველა მასალისა და გაბარიტული ზომის მითითებით, ასევე მიუთითეთ დიამეტრი. 3. ვინაიდან გამწოვი მილის განთავსება ხდება საერთო სარგებლობის ფასადზე, წარმოსადგენია ამხანაგობის კრების ოქმი (მობინადრეთა თანხმობა) რაც უნდა აიტვირთოს საჭიროების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3 თანხმობის" ველში (ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მოწვეული კრების შედეგად შედგენილი) ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით კრების დამსწრე წევრების რიცხვითი და %–ული რაოდენობის მითითებით. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3 (67%) და ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოებს მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა. შესაბამისად წარმოსადგენია ოქმი, რომლის თანახმად კრების დამსწრე წევრები შეადგენენ ამხანაგობის წევრთა 2/3 და ჩასატარებელ სამშენებლო სამუშაოებს მხარს უჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი (გიგზავნით კრების ოქმის ნიმუშს, იხ. დანართი 1). 4. "განსაზღვრეთ განაცხადის მდებარეობა რუკაზე" ველში – საკადასტრო კოდში მიუთითეთ სარეკონსტრუქციო ფართის მთლიანი საკადასტრო კოდი, წილობრივი მონაცემებით ან „ფაილის მიმაგრების“ ველში აიტვირთოს ფართის კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 5. ვინაიდან განცხადების შევსებისას არ იქნა მოწოდებული ინფორმაცია საპროექტო ფართის საკადასტრო კოდის წილობრივ მონაცემების შესახებ, გაურკვეველია საპროექტო ფართის მესაკუთრის ვინაობა. გამომდინარე აქედან გაცნობებთ, რომ არქიტექტურის სამსახურს განცხადებით უნდა მომართოს საპროექტო ფართის მესაკუთრემ, მოსარგებლემ ან მათმა მინდობილმა პირმა (მინდონილობა ატვირთული უნდა იყოს წარმომადგენლის მინდობილობა/რწმუნებულების ველში) ან შესაძლებელია მესაკუთრე დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. 6. მეტი თვალსაჩინოებისათვის ატვირთეთ საკადასტრო გეგმა საპროექტო ადგილის მონიშვნით. გაითვალისწინეთ: სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს სრულყოფილ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 31 August 2016Decision2810185
- 26 August 2016Files uploaded
Documents
Other files2
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal