ქალაქი თბილისი , ქუჩა ადამ მიცკევიჩი , N 27გ
Decision
- Decision number
- 2851229
- Decision date
- 30 September 2016
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვაჟა ნადირაშვილი
- Organization
- 12375
- Developer (company ID)
- 205243823
Parcel
- Cadastral code
- 01.10.14.015.031
- Owner
- ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "საბურთალო 2006" (205243823) (205243823)
- Area
- 3,348 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.14.015.031Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1440903
- Status
- Approved
- Registered
- 15 September 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 15 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 30 September 2016Decision2851229 - Granted
- 30 September 2016City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 17 დეკემბრის №1044652 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 15 სექტემბრის №AR144090 განცხადებით მომართა ვაჟა ნადირაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2013 წლის 17 დეკემბრის №1044652 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2013 წლის 17 დეკემბრის №1044652 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირსა და მიცკევიჩის ქუჩას შორის არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.14.015.031) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი და მეორე ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2013 წლის 17 დეკემბრის №1044652 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომაა, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არასწორადაა დაფიქსირებული საოფისე ფართობი. წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობი ნაცვლად 1332.3 კვ.მ-ისა 1328.1 კვ.მ. სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა და წარმოდგენილი საოფისე ფართობის მაჩვენებელი შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული მაჩვენებლის შეცვლა, ასევე გამოიწვევს 2013 წლის 17 დეკემბრის №1044652 ბრძანებაში დაფიქსირებული საერთო ფართობის მაჩვენებლის შეცვლას, რომელიც, ცვლილების შედეგად, შეადგენს 14390.9 კვ.მ.–ს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 17 დეკემბრის №1044652 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საოფისე ფართობი (კვ.მ).:1328.1, საერთო ფართობი (კვ.მ).:14390.9. სამსახურის 2013 წლის 17 დეკემბრის №1044652 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 17 დეკემბრის №1044652 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal