ქალაქი თბილისი , ლისის ტერიტორია
Decision
- Decision number
- 2855309
- Decision date
- 26 September 2016
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- სოფიო ჯაყელი
- Developer (company ID)
- 404384723
Parcel
- Cadastral code
- 72.16.21.085
- Owner
- სააქციო საზოგადოება "უძრავი ქონების მართვის ფონდი" (404384723)
- Area
- 49,502 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 72.16.21.085Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1441832
- Status
- Rejected
- Registered
- 19 September 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 September 2016City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის – სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1441832 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #72.16.21.085) სასწავლო დაწესებულების განთავსებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ, შემდეგს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი: #72.16.21.085) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 3 (რზ–3). ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების თანახმად სარეკრეაციო ზონა-3 (რზ-3) წარმოადგენს სარეკრეაციო ქვეზონას, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი გამოყენების ტერიტორიებს; სარეკრეაციო ზონა-3–ში (რზ-3) დასაშვებია განაშენიანების რეგულირების წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დაშვებული სახეობები (იხ.დანართი). აქვე განგიმარტავთ, რომ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14–39 დადგენილების მუხლი 8–ის (განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პრინციპები და შემადგენლობა) მეორე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვინაიდან მოცემული ტერიტორია გაუნაშენიანებელია და მისი ფართობი წარმოადგენს 7000 მ2-ზე (0,7 ჰა) მეტს, საჭიროა აღნიშნულის სამშენებლოდ განვითარება განხორციელდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ფარგლებში, რომელიც დაადგენს აღნიშნულ ტერიტორიაზე ფუნქციურ ზონებს და მისი განვითარების სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას. მითითებული დოკუმენტი განხილულ უნდა იქნეს „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“ სხდომაზე, რის შემდგომ უკვე შესაძლებელი გახდება კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების საკითხის განხილვა. აღნიშნულის განხორციელების მიზნით თავდაპირველად საჭიროა მომზადდეს ესკიზი და შესაბამისი განაცხადი ატვირთოთ ჩვენი სამსახურის ვებ.გვერდზე, კერძოდ: http://tas.ge/–ზე შესაბამის ნომენკლატურაში (განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე აქრიტექტურის სამსახური, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა მოცემულ საკითხთნ დაკავშირებით.
Show moreShow less
- 26 September 2016Decision2855309 - Refused
- 19 September 2016Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal