OpenCAD
Approved

; ქალაქი თბილისი , ქუჩა აწყური , N 45 , ქუჩა აწყური N45-ის მიმდებარედ

AR144233Construction permitOther use26 April 2012- Isani
Sign in to follow

Decision

Decision number
154177
Decision date
7 May 2012
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი აბრამიშვილი
Organization
2551
Developer (company ID)
205261027

Parcel

Cadastral code
01.17.13.027.060
Owner
შპს "ჰოლანდიური სახლი-ისანი" (205261027) (205261027)
Area
1,755 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR144233
Status
Approved
Registered
26 April 2012
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
11 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 May 2012City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 19 მარტის #86291 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 26 აპრილს #AR144233 განცხადებით მომართა მოქ. გიორგი აბრამიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2012 წლის 19 მარტის #01/86291 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ: შენობა–ნაგებობის ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობის მაჩვენებლის 2175.54 კვ.მ–ის ნაცვლად 2165,63 კვ.მ ფართის დაფიქსირება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2012 წლის 19 მარტის #01/86291 ბრძანებით ქ. თბილისში, აწყურის ქ. #45–ში და აწყურის ქ. #45–ის მიმდებარედ შპს ,,ჰოლანდიური სახლი ისანის" კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მშენებარე სავაჭრო ცენტრის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ზემოაღნიშნულ ბრძანებაში სამსახურის მიერ დაშვებული იქნა ტექნიკური ხასიათის შეცდომა და შენობა–ნაგებობის ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ საერთო ფართობის მაჩვენებელში მიეთითა 2175.54 კვ.მ (ნაცვლად 2165,63 კვ.მ–ისა). სამსახურმა გადაამოწმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები) და დადასტურდა მათი სისწორე (დამხმარე ფართი 320,46+კომერციული ფართი 1666,63+სასაწყობე ფართი 178,54=2165,63). ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის, 51-ე, 52-ე, 59-ე, 95-ე, 96-ე და მე-100 მუხლების თანახმად ვბრძანებ 1. დაკმაყოფილდეს მოქ. გიორგი აბრამიშვილის 2012 წლის 26 აპრილის #AR144233 განცხადება; 2. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის 2012 წლის 19 მარტის #01/86291 ბრძანებაში, კერძოდ: საპროექტო შენობა–ნაგებობის ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობის მაჩვენებლად მიეთითოს 2165,63 კვ.მ. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 19 მარტის #01/86291 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 7 May 2012Decision154177 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal