ქალაქი თბილისი , კოტე მარჯანიშვილის ქუჩა N29გ
Decision
- Decision number
- 2876446
- Decision date
- 10 October 2016
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დიმიტრი ბოჭორიძე
- Developer (company ID)
- 202904731
Parcel
- Cadastral code
- 01.16.05.003.007
- Owner
- შპს "ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია" (202904731)
- Area
- 0 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.16.05.003.007Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-2
- K1
- 0.2
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1442542
- Status
- Approved
- Registered
- 23 September 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 17 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 10 October 2016City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის #2513546 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 23 სექტემბერს #AR1442542 განცხადებით მომართა დიმიტრი ბოჭორიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის #2513546 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის #2513546 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი - ჩუღურეთი), მარჯანიშვილის ქ. #29–ში, შპს „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 18 აპრილიდან 2017 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 24 ივნისის #2660430 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის #2513546 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის #2513546 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882016402179, მომზადების თარიღი: 07/07/2016 წ., ს/კ: #01.16.05.003.007) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B11068891; მომზადების თარიღი: 11/05/2011 წ.; ს/კ: #202904731) თანახმად, შპს „ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის“ დირექტორს წარმოადგენს ლეილა მესხი. სამსახურში წარმოდგენილი 2015 წლის 21 დეკემბრის #151375015 მინდობილობით ლეილა მესხმა დიმიტრი ბოჭორიძეს მიანიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის #2513546 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, საოფისე ფართობად 110.8 კვ.მ–ის ნაცვლად 121.3 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 560.6 კვ.მ–ის ნაცვლად 582.2 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1360.7 კვ.მ–ის ნაცვლად 528.3 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 418.1 კვ.მ–ის ნაცვლად 1266.2 კვ.მ-ის, სასტუმროს ნომრების ფართობად 1622.0 კვ.მ–ის ნაცვლად 1746.0 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 5310.7 კვ.მ–ის ნაცვლად 5482.5 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის #2513546 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის #2513546 ბრძანებაში, კერძოდ: საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 121.3 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 582.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 528.3 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 1266.2 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად - 1746.0 კვ.მ., საერთო ფართობად - 5482.5 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის #2513546 ბრძანებით შეთანხმებული ±0.00, +4.35, +7.65, +10.95, +14.25, +17.55 ნიშნულზე მდებარე გეგმები ჩანაცვლდეს 2016 წლის 23 სექტემბრის #AR1442542 განცხადებით წარმოდგენილი ±0.00, +4.35, +7.65, +10.95, +14.25, +17.55 ნიშნულზე მდებარე გეგმებით; 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის #2513546 ბრძანების სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 14 აპრილის #2513546 ბრძანებასთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 10 October 2016Decision2876446 - Granted
- 29 September 2016City answer
- 29 September 2016Files uploaded
- 20 September 2016Files uploaded
Documents
Other files2
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal