OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა III რეხი

AR1442800Construction permitOther use21 September 2016
Sign in to follow

Decision

Decision number
2850307
Decision date
12 October 2016
Outcome
Granted
Construction period
9 September 2016 – 9 March 2018
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
რამი ვაგიჰ გეორგი სორიალ ---
Developer (company ID)
406126482

Parcel

Cadastral code
01.16.08.005.039
Owner
ეთერი არჩუაძე (P/N: *********52)
Area
537 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1442800
Status
Approved
Registered
21 September 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 12 October 2016City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 09.09.2016 წ. №2822906 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 21/09/2016 წ. # AR1442800 განცხადებით მომართა რამი ვაგიჰ გეორგი სორიალმა და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექურის სამსახურის 09.09.2016 წ. №2822906 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად ეთერი არჩუაძის ნაცვლად შპს „ეკჯ“-ს მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 09.09.2016 წ. №2822906 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი ჩუღურეთი, ქუჩა რეხი III, ეთერი არჩუაძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ N01.16.08.005.039) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 09 სექტემბრიდან 2018 წლის 09 მარტის ჩათვლით. აღნიშნულ აქტში დამკვეთად დაფიქსირდა ეთერი არჩუაძე. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შეიცვალა საპროექტო ობიექტის მესაკუთრე და დღეის მდგომარეობით, #01.16.08.005.039 საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ეკჯ“ (განაცხადის რეგისტრაციის # 882016626134, ამონაწერის მომზადების თარიღი: 20/09/2016წ.). "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 09.09.2016 წ. №2822906 ბრძანებაში დამკვეთად ეთერი არჩუაძის ნაცვლად მიუთითოს შპს „ეკჯ“. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 09.09.2016 წ. №2822906 ბრძანებაში და დამკვეთად ეთერი არჩუაძის ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ეკჯ“; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 09.09.2016 წ. №2822906 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქ. #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 12 October 2016Decision2850307 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal