OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , თემქის დასახლება, III მ/რ, II კვარტალი/ ქალაქი თბილისი , თემქის დასახლება, III მიკრო რ/ნი, II კვარტალი, (ნაკვეთი 7/11)-ის მიმდ./ ქალაქი თბილისი , თემქა III მ/რ II კვ. 142-ე სკოლის მიმდებარედ

AR1444084Construction permitOther use28 September 2016
Sign in to follow

Decision

Decision number
2880209
Decision date
20 October 2016
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი ასკურავა
Developer (company ID)
400108307

Parcel

Cadastral code
01.12.02.007.045
Owner
შპს "ასდო" (400108307)
Area
957 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1444084
Status
Rejected
Registered
28 September 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
22 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 October 2016Decision2880209 - Refused
  2. 20 October 2016City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა 28/09/2016 წლის №AR1444084 განცხადება ამავე სამსახურის 11/07/2016წ. №2697999 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 11/07/2016წ. №2697999 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი ნაძალადევი, თემქის დასახლება, III მ/რ, II კვარტალი / ქალაქი თბილისი, თემქის დასახლება, III მიკრო რ/ნ, II კვარტალი, (ნაკვეთი 7/11) -ის მიმდ. / ქალაქი თბილისი, თემქა III მ/რ II კვ. 142-ე სკოლის მიმდებარედ, შ.პ.ს. „ასდოს" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი: №01.12.02.007.045) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 11 ივლისიდან 2018 წლის 11 იანვრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია 11/07/2016წ. №2697999 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანა და განმარტებულია, რომ უნდა შეიცვალოს ავტოსადგომისა და საზაფხულო ფართობის მაჩვენებლები. აღნიშნული მაჩვენებლების ცვლილებით ასევე შეიცვლება საერთო ფართობის მაჩვენებელიც. განმცხადებლისვე განმარტებით, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებელებში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ავტოსადგომის ფართობში სურს ასახოს ეზოს ღია ავტოსადგომების ფართობი - 137.5 კვ.მ, ასევე შენობის +28.80 ნიშნულზე ბრტყელი გადახურვის ნაცვლად მოაწყოს ექსპლუატირებადი სახურავი (ტერასა) - 296.7 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სამსახურის მიერ საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 11/07/2016წ. №2697999 ბრძანებაში მითითებულია ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ).: 526.3; საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 424.0; საერთო ფართობი (კვ.მ).: 3963.1; ღია ავტოსადგომის ფართობი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არ ფიქსირდება და შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს 11/07/2016წ. №2697999 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობის ცვლილების საფუძველს. რაც შეეხება, შენობის +28.80 ნიშნულზე ბრტყელი გადახურვის ნაცვლად ექსპლუატირებადი სახურავის (ტერასა) მოწყობას, +28.80 ნიშნულის გეგმა წარმოადგენს შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის ნაწილს და მისი ცვლილება საჭიროებს არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არამედ სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (კორექტირებას). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურს +28.80 ნიშნულზე ბრტყელი გადახურვის ნაცვლად ექსპლუატირებადი სახურავის (ტერასა) მოწყობის საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნება 11/07/2016წ. №2697999 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილების (კორექტირების) მოთხოვნით წარმოდგენილი განაცხადისა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში. აქვე განგიმარტავთ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 28 September 2016Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal