OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა ხიზაბავრი , N 47

AR1444517New constructionOther use28 September 2016- Gldani
Sign in to follow

Decision

Decision number
2875447
Decision date
5 October 2016
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ბექა ხაბულიანი
Organization
13812
Developer (company ID)
200104831

Parcel

Cadastral code
01.11.12.018.043.01.04.039
Owner
შპს "მშენებელი-2004" (200104831)
Area
6 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1444517
Status
Not reviewed
Registered
28 September 2016
Type
New construction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 October 2016City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14–39 დადგენილების თანახმად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ნებადართულია მხოლოდ ერთიანი პროექტის ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება იერსახის აღდგენის მიზნით. ამასთანავე, ქ. თბილისის 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინიტსრაციულ- ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსგავსი სახით ფასადის რეკონსტრუქცია სამსახურს შესაძლებლად არ მიაჩნია. მოიხსნას საპროექტო დავალებით გათვალისწინებული მოაჯირები და შენარჩუნებული იქნას წინამდებარე ტერიტორიაზე არსებული გამწვანება. შესაბამისად მოიხსნება პანდუსიც. გამოინახოს პანდუსის განთავსების სხვა ალტერნატიული ვარიანტი და გაითვალისწინეთ, რომ პანდუსის დახრა უნდა შეადგენდეს 6%-ს. მოხდეს მხოლოდ ფასადის და არსებული კიბის საფეხურების ცვლილება. საკითხის განსახილველად საჭიროა გაითვალისწინოთ და წარმოადგინოთ შემდეგი: - შედარებით შორი და სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათები და მასზე დამუშავებული ფოტომონტაჟები ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დეტალურად გაბარიტული ზომების და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით. - "განსაზღვრეთ განაცხადის მდებარეობა რუკაზე" საკადასტრო კოდში მიუთითეთ უშუალოდ საპროექტო ფართის (პირველი სართულის) საკადასტრო კოდი წილობრივი მონაცემებით (თქვენს მიერ ამჟამად მითითებულია სარდაფის (-4.00 ნიშნულზე) საკადასტრო კოდი, რომელიც ასევე შეადგენს 6.00 კვ.მ და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში არ მოდის), რისთვისაც ამავე განცხადებაზე გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ რუკის ცვლილების ღილაკით. - წარმოსადგენია საპროექტო ფართის ზემოთ მდებარე ფართების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და შესაბამისად მესაკუთრეების მიერ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები ჩასატარებელი (კერძოდ გადახურვის მოწყობის) სამუშაოების თაობაზე. - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მუხლი 18, პუნქტი 10, ქვეპუნქტი ა)–ს თანახმად: განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. ცალკე წარმოადგინეთ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადის საანგარიშო ზედაპირი და მასზე განსათავსებელი სარეკლამო აბრების ზომები (მათ შორის ვიტრინებზე განთავსებული რეკლამების ჩათვლით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფასადის 20 %–ს. - მეტი თავლსაჩინოებისათვის წარმოსადგენია არსებული და საპროექტო გეგმები და ჭრილები. - ვინაიდან არსებული კიბის რეკონსტრუქცია ხორციელდება საკადასტრო საზღვრებში საჭიროა წარმოადგინოთ ამხანაგობის კრების ოქმი (მობინადრეთა თანხმობა) რაც უნდა აიტვირთოს საჭიროების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3 თანხმობის" ველში (ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მოწვეული კრების შედეგად შედგენილი) ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით კრების დამსწრე წევრების რაოდენობის მითითებით. `ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3 (67%) და ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოებს მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა. შესაბამისად წარმოსადგენია ოქმი, რომლის თანახმად კრების დამსწრე წევრები შეადგენენ ამხანაგობის წევრთა 2/3 და ჩასატარებელ სამშენებლო სამუშაოებს მხარს უჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. - საკადასტრო გეგმაზე დატანილ იქნას ზუსტი საპროექტო ადგილი. - განცხადებით უნდა მოგმართოს ფართის მესაკუთემ ან შესაბამისად უნდა წარმოადგინოთ თქვენ სახელზე გაცემული მინდობილობა. გაითვალისწინეთ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა განცხადებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.

    Show more
  2. 5 October 2016Decision2875447
  3. 28 September 2016Files uploaded

Documents

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal