OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 29

AR1445038Construction permitOther use29 September 2016- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
2883591
Decision date
21 October 2016
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თენგიზი ესიავა
Developer (company ID)
404922474

Parcel

Cadastral code
01.14.14.012.027
Owner
ბ.მ. ამხანაგობა "ავენიუ"
Area
2,028 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1445038
Status
Approved
Registered
29 September 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
22 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 October 2016Decision2883591 - Granted
  2. 21 October 2016City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.03.2016 წ. №2494651 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 29/09/2016 წ. N AR1445038 განაცხადით მომართა თენგიზი ესიავამ და ლაურა ღაჭავამ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებით შეთანხმებული III სართულის გეგმის ჩანაცვლება 2016 წლის 29 სექტემბერს #AR1428954 განცხადებით წარმოდგენილი III სართულის გეგმით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი, #29–ში (ს/კ: #01.14.14.012.027) მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 23 მარტიდან 2017 წლის 23 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის #2565428 გადაწყვეტილებით დადასტურდა მშენებლობადამთავრებული ობიექტის (მრავალფუნქციური კომპლექსი) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 აპრილის #ბ-140120/07 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ამასთან, 09.09.2016 წლის №2797389 ბრძანებით, გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებაში, კერძოდ: 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა გადახურვის გეგმისა) ჩანაცვლდა 2016 წლის 23 აგვისტოს #AR1428954 განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებლების განმარტების თანახმად, სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებით შეთანხმებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები არ იცვლება და ითხოვს მხოლოდ 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებით შეთანხმებული III სართულის გეგმის ჩანაცვლებას 29/09/2016 წ. N AR1445038 განცხადებით წარმოდგენილი III სართულის გეგმით. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება III სართულის გეგმაზე ფართობის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებაში, კერძოდ: 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებით შეთანხმებული III სართულის გეგმა ჩანაცვლდეს 29/09/2016 წ. N AR1445038 განცხადებით წარმოდგენილი III სართულის გეგმით; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 მარტის #2494651 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქ. #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 29 September 2016Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal