ქალაქი თბილისი , ქუჩა ტიციან ტაბიძე , N 37ა
Decision
- Decision number
- 2873109
- Decision date
- 4 October 2016
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნათია ჭოხონელიძე
- Developer (company ID)
- 427727347
Parcel
- Cadastral code
- 01.14.11.055.030
- Owner
- ნათია ჭოხონელიძე (P/N: *********16)
- Area
- 215 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.11.055.030Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1445501
- Status
- Not reviewed
- Registered
- 30 September 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 October 2016Deadline extendedby 15 days, new deadline: 15 November 2016
- 4 October 2016City answer
30/09/2016 წლის №AR1445501 განაცხადთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 30/09/2016 წლის №AR1445501 განაცხადით მომართა თემურ დოლიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 27/06/2014 წლის №1355290 და 27.04.2016 წ. №2566618 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 27/06/2014 წლის №1355290 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ტიციან ტაბიძის ქუჩა, №37ა–ში, მოქალაქე ნათია ჭოხონელიძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.11.055.030), შეთანხმდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 27 ივნისიდან 2016 წლის 27 ივნისის ჩათვლით. აქტში დამკვეთად დაფიქსირდა: ნათია ჭოხონელიძე. სამსახურის 27.04.2016 წ. №2566618 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 27.06.2014 წლის №1355290 ბრძანებაში და ბრძანების მე–3 პუნქტში ჩანაწერი: "მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 27 ივნისის ჩათვლით" , შეიცვალა ჩანაწერით: "მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით". აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულია რომ მოცემული ბრძანება წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 27.06.2014 წლის №1355290 ბრძანების განუყოფელს ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. აქედან გამდინარე, ცალკე, სამსახურის 27.04.2016 წ. №2566618 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილების შეტანა საჭირო არაა. წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 27/06/2014 წლის №1355290 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად შ.პ.ს. „ბრიდჯ ვოტერ"-ის დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. დღეისათვის, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია – №882016679225; მომზ. თარიღი: 30/09/2016 15:31:34) მიხედვით, ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ტიციან ტაბიძის ქუჩა, №37ა, (საკ. კოდი №01.14.11.055.030) მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შ.პ.ს. „ბრიდჯ ვოტერ" (საიდენტ. კოდი: 427727347). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. რეგისტრაცია -B16111396, მომზ. თარიღ.: 08/08/2016 10:18:14) შ.პ.ს. „ბრიდჯ ვოტერ"-ის დირექტორები არიან მილად ქარიმი (530909876) და რეზა ქარიმი (E31023009, 175-431529-1), რომელსაც სამსახურისთვის 27/06/2014 წლის №1355290 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილების მოთხოვნით არ მოუმართავს. ამასთან, განმცხადებელს – ნათია ჭოხონელიძეს არ წარმოუდგენია მესაკუთრის მიერ მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. შესაბამისად, იმისათვის, რომ განსახილველ განაცხადთან დაკავშირებით, მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება, საჭიროა, განმცხადებელმა წარმოადგინოს მესაკუთრის მიერ გაცემული მისთვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შ.პ.ს. „ბრიდჯ ვოტერ"-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგნელობაზე უფლებამოსილი პირი დაარეგისტრიროს თანაგანმცხადებლად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს მესაკუთრის მიერ გაცემული მისთვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შ.პ.ს. „ბრიდჯ ვოტერ"-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაარეგისტრიროს თანაგანმცხადებლად. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 30/09/2016 წლის №AR1445501 განაცხადი დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 4 October 2016Decision2873109 - Other
- 30 September 2016Files uploaded
Documents
Other files1
- image****-**-**-****27.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal