OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გამზირი აკაკი წერეთელი , N 27

AR1450576Construction permitOther use24 October 2016- Didube
Sign in to follow

Decision

Decision number
2912065
Decision date
14 November 2016
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვლადიმერ ფირცხალავა
Developer (company ID)
202361283

Parcel

Cadastral code
01.13.07.004.003
Owner
ამხანაგობა "სიმაღლე-წერეთელი" (202361283)
Area
1,328 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1450576
Status
Approved
Registered
24 October 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 November 2016Decision2912065 - Granted
  2. 14 November 2016City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის №2863895 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 24 ოქტომბრის №AR1450576 განცხადებით მომართა ვლადიმერ ფირცხალავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის №2863895 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2016 წლის 07 ოქტომბრის №2863895 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, აკაკი წერეთელის გამზ. №27-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.13.07.004.003), მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის №2863895 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის, საზაფხულო ფართობისა და კომერციული ფართობის მაჩვენებლები არ შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს. ასევე, ტექნიკური შეცდომაა დაშვებული შეთანხმებულ +4.5 და +51.0 ნიშნულების გეგმებზე. განმცხადებელი ითხოვს გასწორდეს აღნიშნული ტექნიკური შეცდომა და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობი დაფიქსირდეს 14347.9 კვ.მ, საზაფხულო ფართობი დაფიქსირდეს 1195.88 კვ.მ, კომერციული ფართობი დაფიქსირდეს 1623.81 კვ.მ. ხოლო, შეთანხმებული, +4.5 და +51.0 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს №AR1450576 განაცხადით წარმოდგენილი, ამავე ნიშნულების შესწორებული გეგმით. სამსახურმა 2016 წლის 07 ოქტომბრის №2863895 ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა, წარმოდგენილი მაჩვენებლები და +4.5 და +51.0 ნიშნულების გეგმები შეესაბამება შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის №2863895 ბრძანებაში, კერძოდ, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).:14347.9, საზაფხულო ფართობი (კვ.მ).:1195.88, კომერციული ფართობი (კვ.მ).:1623.81 და შეთანხმებული +4.5 და +51.0 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს №AR1450576 განაცხადით წარმოდგენილი, ამავე ნიშნულების შესწორებული გეგმებით. სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის №2863895 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 ოქტომბრის №2863895 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 22 October 2016Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal