ქალაქი თბილისი , რესპუბლიკური საავადმყოპოს მიმდებარე ტერიტორია
Decision
- Decision number
- 2919875
- Decision date
- 31 October 2016
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ჯამბულ ხუნძაყიშვილი
- Developer (company ID)
- 211360631
Parcel
- Cadastral code
- 01.10.15.007.033
- Owner
- შპს "დი ჯი ელ" (211360631) (211360631)
- Area
- 120 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.15.007.033Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Special
- Sub-zone
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1451466
- Status
- Not reviewed
- Registered
- 25 October 2016
- Type
- Reconstruction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 31 October 2016City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: ქ. თბილისის 2014 წლის 30 დეკემბრის #20–104 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინიტსრაციულ- ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამსახურს მსგავსი სახით სარეკლამო აბრების მოწყობა შესაძლებლად არ მიაჩნია. მაწსიმალურად შემცირდეს მეორე სართულზე განთავსებული სარეკლამო აბრების გაბარიტული ზომები. ასევე იგი საკმაოდ გადატვირთული სახის მატარებელია და ჭრელი, სასურველია უფრო სადა, დახვეწილი სახით მისი შემუშავება, ასევე აბრებზე მხოლოდ ძირითადი მანიშნებელი და არა გადატვირთული ხასიათის სიმბოლოების განთავსება. აქვე გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14–39 დადგენილების მუხლი 34. პუნქტი 5-ის თანახმად: დასაშვებია მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში გრუნტის ზედაპირიდან 2.7 მ-დან 4.5 სიმაღლემდე დროებითი მსუბუქი კონსტრუქციების, ფარდულების, ტენტების, მარკიზების შეჭრა. საკითხის განსახილველად საჭიროა გაითვალისწინოთ და წარმოადგინოთ შემდეგი: - ახალი ფოტომონტაჟები ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დეტალურად გაბარიტული ზომების (მათ შორის მიწის ზედაპირიდან საჩრდილობლის ძირამდე მანძილის) და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშოებით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათები და ფოტომონტაჟები ერთიდაიგივე რაკურსიდან უნდა იქნას გადაღებული და დამუშავებული. - საკადასტრო გეგმაზე დაიტანეთ ზუსტი საპროექტო ადგილი. - ვინაიდან საჩრდილობლის ნაწილი გადადის მომიჯნავედ დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდით #01.10.15.007.068) მესაკუთრე ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული. საჭიროა წარმოადგინოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართის სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობა საჩრდილობლის მოწყობის თაობაზე. - წარმოსადგენია ფართის მესაკუთრის შპს "დი ჯი ელ"-ის დირექტორის მოქ. ლაშა ბუცხრიკიძის მიერ გაცემული თანხმობა ჩასატარებელი სამუშაოების თაობაზე. გაითვალისწინეთ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა განცხადებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 31 October 2016Decision2919875
- 25 October 2016Files uploaded
- 25 October 2016Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal