ქალაქი თბილისი , ქუჩა კედია (ყოფ.კახოვსკი), N8
Decision
- Decision number
- 2912525
- Decision date
- 26 October 2016
- Outcome
- Granted
- Construction period
- 6 November 2015 – 6 November 2018
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ჟენია ზაქარაშვილი
- Organization
- 12247
- Developer (company ID)
- 402020184
Parcel
- Cadastral code
- 01.13.06.008.086
- Owner
- შპს "კლასიკ დეველოპმენტ" (402020184)
- Area
- 1,990 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.13.06.008.086Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1451480
- Status
- Approved
- Registered
- 25 October 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 October 2016City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ნოემბრის #2281943 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 25/10/2016წ. №AR1451480 განაცხადით მომართეს ჟენია ზაქარაშვილმა და ასიმე დუმბაძემ და მოითხოვეს სამსახურის 05/11/2015წ. №2281943 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 21/08/2015წ. №2051226 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ქუჩა კედია (ყოფ. კახოვსკი) №8-ში მდებარე №01.13.06.008.078 (საერთო ფართობი: 1523 კვ.მ.) საკადასტრო ერთეულისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, სამსახურის 05/11/2015წ. №2281943 ბრძანებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 06 ნოემბრიდან 2018 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, №01.13.06.008.078 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გაიმიჯნა №01.13.06.008.083; №01.13.06.008.084 და №01.13.06.008.085 საკადასტრო ერთეულებად. დღეისათვის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხ.რეგისტრაციის №882016651327. მომზადების თარიღი: 11/10/2016 14:08:56) №01.13.06.008.083; №01.13.06.008.084 და №01.13.06.008.085 საკადასტრო ერთეულების გაერთიანების შედეგად დარეგისტრირდა საკადასტრო ერთეული - №01.13.06.008.086, დაზუსტებული ფართობით – 1523.00 კვ.მ. საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფართობის და კონფიგურაციის ცვლილება არ მომხდარა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882016651327, მომზადების თარიღი: 11/10/2016 14:08:56) თანახმად, საპროექტო მიწის ნაკვეთის (საკ. კოდი #01.13.06.008.086) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „კლასიკ დეველოპმენტ“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B16121102, 31/08/2016 17:45:14) თანახმად შპს „კლასიკ დეველოპმენტის“ დირექტორია ასიმე დუმბაძე, რომელიც დარეგისტრირებულია თანაგანმცხადებლად. სამსახურის 06/10/2016 წლის №2877976 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 21/08/2015წ. №2051226 ბრძანებით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ფართობად მიეთითა-1523 კვ.მ., საკადასტრო კოდი დაფიქსირდა - №01.13.06.008.086. განსახილველი განცხადებით ჟენია ზაქარაშვილი და ასიმე დუმბაძე ითხოვენ 2015 წლის 05 ნოემბრის #2281943 ბრძანებაში საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად №01.13.06.008.078–ის ნაცვლად №01.13.06.008.086–ის მითითებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე და ვინაიდან, განხორციელებული ცვლილება ითვალისწინებს საკადასტრო კოდის შეცვლას ფართობის და კონფიგურაციის უცვლელად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა, შეიტანოს ცვლილება სამსახურის 2015 წლის 05 ნოემბრის #2281943 ბრძანებაში მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდთან დაკავშირებით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ნოემბრის #2281943 ბრძანებაში, კერძოდ, საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდად №01.13.06.008.078–ის ნაცვლად მიეთითოს №01.13.06.008.086; წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 05 ნოემბრის #2281943 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 26 October 2016City answer
- 26 October 2016Decision2912525 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal