ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , I და III მ/რ-ებს შორის , (ნაკვეთი N1/28)
Decision
- Decision number
- 2929274
- Decision date
- 18 November 2016
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დიმიტრი ვაჩნაძე
- Organization
- 43565
- Developer (company ID)
- 205255551
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.001.028
- Owner
- სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი" (204378869)
- Area
- 3,000 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.06.001.028Registry extract ↗ (opens in a new tab)
Document
- Number
- AR1452198
- Status
- Approved
- Registered
- 28 October 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 November 2016City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მაისის #2625818 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 28 ოქტომბერს #AR1452198 განცხადებით მომართა დიმიტრი ვაჩნაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 31 მაისის #2625818 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მაისის #2625818 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დასახლება დიდი დიღომი, I და III მ/რ-ებს შორის, (ნაკვეთი #1/28), საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.10.06.001.028), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და 2016 წლის 15 ივნისის #2653145 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 16 ივნისიდან 2019 წლის 16 ივნისის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 ივნისის #2653145 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს „ჰაუსარტ-ლუქსი“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882016296472, მომზადების თარიღი: 16/05/2016 წ., ს/კ: #01.10.06.001.028) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ჰაუსარტ-ლუქსი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B16000966; მომზადების თარიღი: 12/01/2016 წ.; ს/კ: #205255551) თანახმად, შპს „ჰაუსარტ - ლუქსის“ დირექტორს წარმოადგენს დიმიტრი ვაჩნაძე. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მაისის #2625818 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 15257.92 კვ.მ–ის ნაცვლად 15258.07 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1910.21 კვ.მ–ის ნაცვლად 1910.18 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 25550.33 კვ.მ–ის ნაცვლად 25550.45 კვ.მ–ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მაისის #2625818 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მაისის #2625818 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 15258.07 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1910.18 კვ.მ., საერთო ფართობად - 25550.45 კვ.მ.; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მაისის #2625818 ბრძანებით შეთანხმებული ყველა გეგმა (გარდა -6.000, -3.000, 0.000, +6.00, +65.400, +68.700 ნიშნულებზე მდებარე გეგმებისა და გადახურვის გეგმისა) ჩანაცვლდეს 2016 წლის 28 ოქტომბრის #AR1452198 განცხადებით წარმოდგენილი ყველა გეგმით (გარდა -6.000, -3.000, 0.000, +6.00, +65.400, +68.700 ნიშნულებზე მდებარე გეგმებისა და გადახურვის გეგმისა); 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მაისის #2625818 ბრძანების სხვა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 31 მაისის #2625818 ბრძანებასთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 November 2016Decision2929274 - Granted
- 28 October 2016Files uploaded
Documents
Other files1
- gegmebi didi digomi.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal