OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა წულაძე , N 22

AR1454714Construction permitOther use7 November 2016- Samgori
Sign in to follow

Applicant

Name
რობიზონ გეთიაშვილი
Developer (company ID)
206051396

Parcel

Cadastral code
01.17.11.034.051
Owner
შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა" (206051396)
Area
3,615 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1454714
Status
Approved
Registered
7 November 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
29 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 6 December 2016City answer

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 აგვისტოს #1448400 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 07 ნოემბერს #AR1454714 განცხადებით მომართეს რობიზონ გეთიაშვილმა და გოჩა აბდუშელიშვილმა და მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 აგვისტოს #1448400 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2014 წლის 25 აგვისტოს #1448400 ბრძანებით, ქ. თბილისში, წულაძის ქუჩა #22, (ნაკვეთი 34/015), შ.პ.ს. "დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.17.11.034.015), შეთანხმდა სკოლისა და საბავშვო ბაღის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 25.08.2014 წლიდან 25.08.2016 წლის ჩათვლით. ვინაიდან მშენებლობის ნებართვის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, აღნიშნული ბრძანება, ვადის გასვლის გამო, ნებართვის გაცემის ნაწილში ძალადაკარგულია. რაც შეეხება, ამავე ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, #01.17.11.034.015 საკადასტრო კოდით აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაიყო #01.17.11.034.051 და #01.17.11.034.052 მიწის ნაკვეთებად. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: #882015729196, მომზადების თარიღი: 20/01/2016 09:04:27) თანახმად, საკ. კოდით 01.17.11.034.051 აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B16080339, 20/05/2016 17:23:12) თანახმად შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“-ს დირექტორია გოჩა აბდუშელიშვილი, რომელიც დარეგისტრირებულია თანაგანმცხადებლად, ხოლო #01.17.11.034.052 საკადასტრო კოდით აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ქეთევან ლაბაძე-აბდუშელიშვილი (პ.ნ. 01016008554), რომლის შესაბამისი მინდობილობაც წარმოდგენილია სამსახურში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: #161390520, რეგისტრაციის თარიღი: 06.12.2016წ.). ასევე, სამსახურში წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიაზე, დღეის მდგომარეობით, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. განმცხადებლების განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვენ სამსახურის 2014 წლის 25 აგვისტოს #1448400 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს რობიზონ გეთიაშვილის და გოჩა აბდუშელიშვილის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მოქალაქეების - რობიზონ გეთიაშვილისა და გოჩა აბდუშელიშვილის 2016 წლის 07 ნოემბრის #AR1454714 განაცხადი. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 25 აგვისტოს #1448400 ბრძანება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 24 November 2016City answer
  3. 24 November 2016Files uploaded

Documents

Other files1

  • Fotoebi arsebuli vitarebis chvenebit.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal