ქალაქი თბილისი , მეფე მირიანის ქუჩა N80ა
Decision
- Decision number
- 2976792
- Decision date
- 12 December 2016
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მოჰამედ ჰასან გივე ჩიან
- Developer (company ID)
- 406045603
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.038.099
- Owner
- რაულ ფხალაძე (P/N: *********66) (P/N: *********66)
- Area
- 600 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.038.099Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-3
- K1
- 0.7
- K2
- 0
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1456535
- Status
- Rejected
- Registered
- 15 November 2016
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026
Case progress
- Length of the case
- 27 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 December 2016City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2016 წლის 15 ნოემბერს #AR1456535 განცხადებით მომართა მოჰამედ ჰასან გივე ჩიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 07 ნოემბრის #2933918 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 ნოემბრის #2933918 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მეფე მირიანის ქუჩა, #80ა, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.72.14.038.099), მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 07.11.2016 წლიდან 07.05.2017 წლის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 ნოემბრის #2933918 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს DELTA. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #882015636988, მომზადების თარიღი: 12/11/2015 წ., ს/კ: #01.72.14.038.099) შესაბამისად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს DELTA. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაცია: #B14112722; მომზადების თარიღი: 12/11/2014 წ.; ს/კ: #406045603) თანახმად, შპს DELTA-ს დირექტორს წარმოადგენს მოჰამედ ჰასან გივე ჩიან. დღეისათვის განმცხადებელი ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 ნოემბრის #2933918 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, დამხმარე ფართობის - 14.18 კვ.მ-ის ამოღებას, საცხოვრებელ ფართობად 1465.91 კვ.მ-ის ნაცვლად 1412.71 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 342.42 კვ.მ-ის ნაცვლად 342.40 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 92.92 კვ.მ-ის ნაცვლად 53.20 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 2358.93 კვ.მ-ის ნაცვლად 2251.81 კვ.მ-ის დაფიქსირებას. თუმცა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 ნოემბრის #2933918 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ვექტორული ფაილის გადამოწმების შედეგად დგინდება რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები არ შეესაბამება შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ვექტორულ ფაილში მითითებულ ფართობებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, და ვინაიდან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები არ შეესაბამება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 ნოემბრის #2933918 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ვექტორულ ფაილში მითითებულ ფართობებს, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 07 ნოემბრის #2933918 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 December 2016Decision2976792 - Refused
- 25 November 2016City answer
- 25 November 2016Files uploaded
- 15 November 2016Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal