OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , საგზაო უბნის მიმდებარედ / ქალაქი თბილისი , რაიონი გლდანი , მიკრო/რაიონი 1 , კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ, (ნაკვეთი N15/82)

AR1457474Construction permitOther use24 November 2016- Gldani
Sign in to follow

Decision

Decision number
2968868
Decision date
8 December 2016
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
იუზა ოქროპილაშვილი
Developer (company ID)
400019859

Parcel

Cadastral code
01.11.12.015.181
Owner
შპს "ამიგო" (400019859)
Area
2,035 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1457474
Status
Approved
Registered
24 November 2016
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 3 October 2026

Case progress

Length of the case
14 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 8 December 2016Decision2968868 - Granted
  2. 8 December 2016City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 07/04/2016 წლის №2527305 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 24/11/2016 წლის №AR1457474 განცხადებით მომართა იუზა ოქროპილაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 07/04/2016 წლის №2527305 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 26/06/2012 წლის №231541 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისი, რაიონი გლდანი, მიკრო/რაიონი 1, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ, (ნაკვეთი 15/82) არსებული №01.11.12.015.082 საკადასტრო ერთეულისთვის (მიწის ნაკვეთის ფართობი: 1235 კვ.მ) მსუბუქი კონსტრუქციის ღია დახლების (ბაზარი და მისი შესაბამისი ინფრასტრუქტურა) განთავსებისთვის დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამავე სამსახურის 07/04/2016 წლის №2527305 ბრძანებით ცვლილება შევიდა 26/06/2012 წლის №231541 გადაწყვეტილებით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, კერძოდ: საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა მსუბუქი კონსტრუქციის სავაჭრო პავილიონი. ასევე, 26/06/2012 წლის №231541 გადაწყვეტილებით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს დაემატა ახალი საკადასტრო გეგმა საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო ერთეული №01.11.12.015.181 ფართობი – 2035 კვ.მ, რეგისტრაციის №882016077218, მომზადების თარიღი 16.02.2016 წ.) და მიწის ნაკვეთის ფართობად მიეთითა -2035 კვ.მ., საკადასტრო კოდად დაფიქსირდა -№01.11.12.015.181; სამსახურის 07/04/2016 წლის №2527305 ბრძანებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე და მის შესაბამისად არ მომხდარა არქიტექტურული პროექტის შეთანხმება / შეთანხმებული პროექტის ცვლილება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია - №882016077218; მომზადების თარიღი: 16/02/2016 15:16:54) თანახმად, ქალაქი თბილისი, საგზაო უბნის მიმდებარედ / ქალაქი თბილისი, რაიონი გლდანი, მიკრო / რაიონი 1, კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ, (ნაკვეთი N15/82) არსებული - №01.11.12.015.181 საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ამიგო.“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხ. №B14092518, მომზ. თარიღ: 19/09/2014 09:13:22) შპს „ამიგოს“ ხელმძღვანელობა / წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს იუზა ოქროპილაშვილი. დღეისათვის, წარმოდგენილი განაცხადით, მესაკუთრე ითხოვს სამსახურის 07/04/2016 წლის №2527305 ბრძანების, რომლითაც ცვლილება შევიდა 26/06/2012 წლის №231541 გადაწყვეტილებით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან, აღარ აქვს აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აღარ აქვს სამსახურის მიერ გაცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს განმცხადებლის: შპს „ამიგოს“ წარმომადგენლის იუზა ოქროპილაშვილის 24/11/2016 წლის №AR1457474 განაცხადი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 07/04/2016 წლის №2527305 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა 26/06/2012 წლის №231541 გადაწყვეტილებით დადგენილ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal